თარიღი
/   ავტორიSCSA

კიდევ ერთი SCSA -ს წარმატებული სტუდენტის დასაქმება

ამჟამად ნიკა სირაძემ დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება დეველოპერის პოზიციაზე SCSA – ს ერთ-ერთ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაცია Cyber Secure Central – ში.

უკვე ცნობილია, რომ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია აქტიურად მუშაობს საკუთარი სტუდენტების განვითარებაზე და შემდგომ დასაქმებაზე. SCSA – ს წარმატებული სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ ან გააგრძელონ კარიერა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში და ასევე მის პარტნიორ ორგანიზაციებში.

გამომდინარე იქიდან, რომ კომპიუტერული მეცნიერება დღეისთვის არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას საკმაოდ ხშირად მიმართავენ დარგის წარმომადგენელი ორგანიზაციები ვაკანტური ადგილებით.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ისეთი პროექტები, როგორიცაა საკვირაო კიბერ უსაფრთხოების სკოლა და კიბერ უსაფრთხოების ბანაკი ასევე მიმართულია თანამედროვე და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე. ამ მიმართულების ნათელი მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტის ნიკა სირაძის ისტორია.

ნიკას სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციაში აქვს განვლილი რამდენიმე ცალკეულ კურსი, ამასთან ერთად გახლავთ საკვირაო კიბერ სკოლის სტუდენტი და კიბერ ბანაკების აქტიური მონაწილე უკვე რამდენიმე წლის მანძილზე. თითოეულ აქტივობაში ნიკა იჩენდა თავს როგორს მოტივირებული და შრომისმოყვარე პიროვნება, რომელიც მზად არის სირთულეების გადაჭრისთვის მიზნის მისაღწევად.

ამჟამად ნიკა სირაძემ დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება დეველოპერის პოზიციაზე SCSA – ს ერთ-ერთ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაცია Cyber Secure Central – ში, რომელიც ორიენტირებულია კიბერ უსაფრთხოების და ციფრული პროდუქტების შემუშავებაზე. აღსანიშნავია, რომ Cyber Secure Central უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან და აქტიურად არის ჩართული კიბერ უსაფრთხოების ბანაკის პროგრამაში სპონსორის სახით.

მთელი სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სახელით ვუსურვებთ ნიკას დიდ წარმატებას!

 ტეგები:  SCSA ,  დასაქმება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association