თარიღი
/   ავტორიdavit-user

კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მიერ ორგანიზებული კიბერ უსაფრთხოების ლიგის პირველი ჰაკათონის გამარჯვებულები.

 რუბრიკა:  წარმატების ისტორია
  გამოვლინდა კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მიერ ორგანიზებული კიბერ უსაფრთხოების ლიგის პირველი ჰაკათონის გამარჯვებულები. შეჯიბრში მონაწილეობდა მე10-მე12 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი 10 გუნდი. მონაწილეებს სპეციალურად კიბერ უსაფრთოხების ლიგისთვის შექმნილ პლათფორმაზე უნდა შეესრულებინათ დავალებები. ჰაკათონი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, გამარჯვებული საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
  პირველი ადგილი – სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (დავით გვაძაბია, დავით ტოგოევი, ალექსანდრე ხელაშვილი, გეგა თვარაძე)
  მეორე ადგილი – სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (ნიკოლოზ სეხნიაშვილი, ნიკოლოზ ზაგაიძე, დავით ჟღენტი, გიორგი ჩოკოშვილი)
  მესამე ადგილი: აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა (ნიკოლოზ ლობჟანიძე, ლუკა გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ ნასყიდაშვილი, ალექსი ნასყიდაშვილი)
   გამარჯვებულებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University და Scientific Cyber Security Association – SCSA ფულადი ვაუჩერები.
  კიბერ უსაფრთხოების ლიგაში მონაწილეობდა: Ib Mthiebi / Ib მთიები; თბილისის კლასიკური გიმნაზია; ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლა; @დიმიტრი უზნაძის სახელობის რუსთავის #9 საჯარო სკოლა; European School – ევროპული სკოლა; British-Georgian Academy/ბრიტანულ-ქართული აკადემია; @ამერიკული აკადემია თბილისში; თბილისის 90-ე საჯარო სკოლა; 180-ე საჯარო სკოლა
 ჰაკათონი ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University და Scientific Cyber Security Association – SCSA მხარდაჭერით. ღონისძიებას კურირებდა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი – Shota Nizharadze; კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი Maksim Iavich და ცენტრის დირექტორის მოადგილე, დოქტორი George Iashvili.
 ღონისძიება ატარებს სეზონურ ხასიათს. 3 თვეში ერთხელ სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდება ჰაკათონები.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association