თარიღი
/   ავტორიSCSA

მარტივი ხელსაწყო ფოტოების ანონიმიზაციისთვის

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

პროგრამას შეუძლია მეტა მონაცემების გამოჩენა და გასუფთავება

მხატვარმა-პროგრამისტმა ევერესტ პიპკინმა (Everest Pipkin) შექმნა ხელსაწყო სახელად Image Scrubber. პროგრამის მეშვეობით ხდება ფოტო სურათებზე სახეების ან სხვა ნაწილების გაბუნდოვნება. პროგრამას ასევე შეუძლია მეტა მონაცემების გამოჩენა და გასუფთავება. პინკინმა შექმნა Image Scrubber იმის შემდეგ, რაც აქტივისტებმა ხალხს მიმართეს თხოვნით არ გადაეღოთ აქციების წარმომადგენლები რათა არ მოხდეს მათი შემდგომი ამოცნობა. Image Scrubber შექმნილია ძირითადად მობილურ მოწყობილობებზე სამუშაოთ, თუმცა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს კომპიუტერებზეც.

“ეს არის საპროტესტო აქციების დროს გადაღებული სურათების ანონიმიზაციისთვის შექმნილი ხელსაწყო, იგი შლის ფოტოსურათების მეტა მონაცემებს (Exif მონაცემებს) და ასევე იძლევა საშუალებას დავმალოთ ადამიანის სახე ან სურათზე ასახული სხვა იდენტიფიცირებისთვის საჭირო ელემენტი” – მოყვანილია ხელსაწყოს საიტზე

სერვისის გამოყენებისთვის საჭიროა სასურველი სურათის ატვირთვა და შესაბამისი მანიპულაციას გაკეთება, იქნება ეს სახის ან სხვა სურათზე არსებული ელემენტის დამალვა-გაბუნდოვნება. სისტემას ასევე შეუძლია გეოლოკაციის ინფორმაციის გასუფთავება.

სისტემის შემქმნელის თქმით, პროგრამა გამოყენებულ მომხმარებლის მონაცემებს არსად აგზავნის და თვითონ დამუშავების პროცესი ხორციელდება მოწყობილობაზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association