თარიღი
/   ავტორიSCSA

Microsoft Edge -ში დამატებულია არასასურველი პროგრამების ბლოკირების ფუნქცია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ახალი ფუნქცია ბლოკავს იმ პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერას, რომელიც Windows-ის SmartScreen-ის მიერ იყო მონიშნული, როგორც პრობლემურები.

ამ დღეებში კომპანია Microsoft – მა გამოაცხადა, რომ არსებული Edge ბრაუზერის ნაცვლად გამოვა ახალი ვერსია, რომელიც პირველ ეტაპზე შემოწმდება Release Preview – ს ფარგლებში. ტესტირების დასრულებისთანავე Edge-ის ახალ ვერსიასთან წვდომა ყველა მომხმარებელს ექნება, ხოლო კორპორატიული კლიენტები თავად არჩევენ გამოიყენონ ბრაუზერი განახლებული ვერსია თუ არა.

ამავდროულად Edge ბრაუზერის არსებულმა ვერსიამ მიიღო ახალი ფუნქცია, რომელიც ბლოკავს იმ პროგრამული უზრუნველყოფის გადმოწერას, რომელიც Windows-ის SmartScreen-ის მიერ იყო მონიშნული, როგორც პოტენციურად სახიფათო, მავნე ან პრობლემურები.

ბრაუზერის ახალი ფუნქცია დაბლოკავს არასასურველი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ინტეგრაციას, ახალი დაცვითი მექანიზმი გამოავლენს პოტენციურად სახიფათო პროგრამებს და დაბლოკავს მათ გადმოწერას.

Microsoft Edge-ში ახალი ფუნქცია იყო შემჩნეული დახურული ტესტირების ფარგლებში წინა თვის მიწურულს, მაგრამ ახლა ეს დაცვითი მექანიზმი ხელმისაწვდომია ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაში Edge 80.0.338.0. ნაგულისხმევად ახალი ფუნქცია გათიშულია. იმისათვის რომ მოხდეს მისი ჩართვა, საჭიროა ბრაუზერის პარამეტრების კონფიდენციალურობის განყოფილებაში ვნახოთ სერვისები სადაც სხვა მომსახურე დანამატებთან ერთად დაგხვდება ახალი უსაფრთხოების ფუნქციაც.

 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association