თარიღი
/   ავტორიSCSA

Mozilla Firefox – ყველაზე უსაფრთხო ბრაუზერია

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Firefox პასუხობს უსაფრთხოების აუცილებელი ფუნქციების ყველა მინიმალურ მოთხოვნას.

გერმანიის ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა მმართველმა ორგანომ – Bundesamt für Sicherheit in der Informationstechnik, BSI შეაფასა Mozilla Firefox 68, Google Chrome 76, Microsoft Internet Explorer 11 და Microsoft Edge 44 ბრაუზერები თანამედროვე ბრაუზერების უსაფრთხოების კრიტერიუმების მიხედვით. Firefox-მა მიიღო უმაღლესი ქულები და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ეს ბრაუზერი პასუხობს ფუნქციების უსაფრთხოების აუცილებელ მოთხოვნებს.

აუდიტის დროს ექსპერტები ეფუძნებოდნენ წესების სახელმძღვანელოთი, რომელიც გამოცემულია BSI-ს მიერ ამა წლის სექტემბერში. როგორც წესი, BSI ამ დოკუმენტს  იყენებს სამთავრობო ორგანიზაციების კონსულტირების დროს.

BSI – ის თქმით, მხოლოდ Firefox გააჩნია ფუნქციების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი დონე. სხვა ბრაუზერებს აქვთ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა ასპექტებში, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა მასტერ პაროლების მუშაობის მექანიზმი, ჩაშენებული განახლების მექანიზმი, ტელემეტრიის მოგროვების ბლოკირების შესაძლებლობა, დომენის შეზღუდვის წესების მხარდაჭერა და ა.შ.

BSI – ის შეფასება: https://www.bsi.bund.de/SharedDocs/Downloads/DE/BSI/Mindeststandards/Browser-Abgleich_Mindeststandard_Sichere_Web-Browser_V2_0.pdf

სტანდარტები: https://www.bsi.bund.de/SharedDocs/Downloads/DE/BSI/Mindeststandards/Mindeststandard_Sichere_Web-Browser_V2_0.pdf

 

 ტეგები:  BIS ,  Mozilla Firefox ,  ბრაუზერი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association