თარიღი
/   ავტორიSCSA

მსხვილ ესპანურ კომპანიებზე გაკეთდა თავდასხმა გამომძალველი პროგრამით

 რუბრიკა:  თავდასხმები

დეშიფრაციის გასაღებში ბოროტმოქმედებმა Everis-ს 750 ათასი ევრო მოსთხოვეს.

ორი მსხვილი ესპანური კომპანია გახდა გამომძალველი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით თავდასხმის მსხვერპლი. ეს კომპანიები გახლავთ რადიო ქსელი Cadena SER და IT ორგანიზაცია Everis.

როგორც ესპანური ყოველდღიური ABC გაზეთი აცხადებს, თავდასხმები დაიწყო 4 ნოემბერს. სავარაუდოდ გამომძალველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელმაც დააინფიცირა Everis კომპანია BitPaymer-ის ერთ-ერთ ვერსიას მიეკუთვნება. ფაილების დასაბრუნებლად დეშიფრაციის გასაღებში ბოროტმოქმედებმა Everis-ს 750 ათასი ევრო მოსთხოვეს.

ამ ეტაპისთვის ზუსტი მავნეს პროგრამული უზრუნველყოფა ვერ სახელდება, მაგრამ ნაციონალური კიბერ უსაფრთხოების ინსტიტუტის სპეციალისტები (Instituto Nacional de Ciberseguridad, INCIBE) ამ წუთისთვის დაზარალებულ კომპანიებს ფაილების დეშიფრაციაში ეხმარებიან.

უსაფრთხოების ზომის სახით, ორივე ორგანიზაციამ გამოთიშა თავისი კომპიუტერები ქსელიდან და ინტერნეტიდან.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association