თარიღი
/   ავტორიSCSA

ოპერატიული მეხსიერება

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

პერატიული მეხსიერება პერსონალურ კომპიუტერში ბლოკებად იყოფა, თითო ბლოკი კი კიდევ 8 განყოფილებად, ამ ზომის ბლოკებს ბაიტები (byte) ეწოდება.

ბაიტების განყოფილების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ, 0-დან 7-მდე:

ამასთან ერთად, მარცხენა რიგებს (მცირე ნომრებით LSB-ბიტი (Least Significant Bit — ნაკლებად მნიშვნელოვანი ბიტი)) ეძახიან პატარა განყოფილებებს, ხოლო მარჯვენა პირიქით, დიდ განყოფილებებს MSB-ბიტი (Most Significant Bit — მეტად მნიშვნელოვანი ბიტი).

ყოველ განყოფილებაში ჩაიწერება ან 1 ან 0. მეტი სიდიდე არ ეტევა ამ სიდიდეს ქვია ბიტი (bit), ასე რომ 8-ვე განყოფილებაში შესაძლებელია ჩაიწეროს 8 ერთიანი ან ნული (1/0).

ამ გაკვეთილებში გამოვიყენებთ არა ორობით სისტემას, არამედ თექსვმეტობითს და რომ განვასხვავოთ ინფორმაციის ბოლოს უნდა მივაწეროთ h (hexadecimal-თექვსმეტობითი), მაგალითად თუ ბაიტის შემცველობა არის 00010011 ჩვენ მას ჩავწერთ თექვსმეტობითში შემდეგი სახით 13h (ათობითში 19) ბაიტების ნუმერაცია ხდება დაწყებული 0 დან, ბაიტის რიგირთ ნომერს მისი მისამართი ქვია.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 1 ბაიტი ხარისხად 20 (1MB) ამიტომაც მათ მოსაძებნად და ლინკად (არ არის საუბარი თქვენთვის მიჩვეული ვებ ლინკზე, ლინკის საერთო გაგება შეიძლება როგორც სადმე კონკრეტულ მისამართზე სწრაფად გადასვლა)

გამოსაყენებლად არსებობს 20 სხვადასხვა მისამართი დაწყებული 00000h დან FFFFFh მდე.

ბაიტი – ეს არის ყველაზე მცირე მისამართის მქონე ბლოკი მეხსიერებაში. მაგრამ მეხსიერებაში არის დიდი ბლოკებიც როგორიც არის სიტყვა და ორმაგის სიტყვა ინგ: WORD, Double WORD (DWORD) სიტყვა (word) არის 2 შეერთებული ბაიტი. ანუ 16 განყოფილება (16 ბიტი), თუ სიტყვას შევხედავთ

როგორც ერთ მთლიანს მისი ნუმერაცია ხდება 0 დან 15 მდე მარცხნდან მარჯვნივ. ორმაგი სიტყვა (double word) ეს არის ოთხი შეერთებული ბაიტია ანუ როგორც მიხვდი 2 შეერთებული word, სიტყვა მას აქვს 32 განყოფილება, მისი ნუმერაცია ხდება 0 იდან 31 მდე მარცხნდან მარჯვნივ.

პერსონალური კომპიუტერი მუშაობს როგორც ბაიტებთან ასევე სიტყვებთან და ორმაგ სითყვებთან.

პერსონალურ კომპიუტერში არის ბრძანებები სადაც ეს ბლოკები განიხილება როგორ ერთი მთლიანი, ამასთან ერთად სიტყვა და ორმაგი სიტყვა შეიძლება განიხილებოდეს ბაიტობრივად ანუ თითო თითო ბაიტით.

ხაზს გავუსვამთ იმას რომ ბლოკის მისამართ ზუსტად ვერ განისაზღვრება რადგან შეიძლება იგივე მისამართით იწყებოდეს ბაიტი, სიტყვა, ორმაგი სიტყვა, ამიტომაც რაღაც საშუალებით უნდა მივუთითოთ ბლოკის ზომა. როგორ გავაკეთოთ ეს ცოტა მოგვიანებით გავიგებთ.

რატომ გამოიყენება ბლოკები სხვადასხვა ზომით? ეს იმიტომ ხდება რომ ინფორმაცია რომლის შენახვაც მოგვიწევს ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და ჩვენც უნდა შევურჩიოთ საცავი:

ბაიტი, სიტყვა, ორმაგი სიტყვა – ინფორმაციის ზომიდან გამომდინარე ბაიტი არის ინფორმაციის ყველაზე მცირე ერთეული რომელიც შეიძლებ იქნეს წაკითხული ან ჩაწერილი მეხსიერებაში, ყველა ბაიტს თავისი ფიზიკური მისამართი აქვს.

ბაიტის ნუმერაცია ხდება 0 დან 255 მდე (256 სხვადასხვა ციფრი), სიტყვა (word) ნუმერაცია ხდება 0-დან 65535 -მდე (65535 სხვადასხვა ციფრი), ორმაგი სიტყვა (dword) ნუმერაცია ხდება 0 დან 4294967295 -მდე (4294967295 სხვადასხვა ციფრი):

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association