თარიღი
/   ავტორიSCSA

OxygenOS-ში აღმოჩენილია სისუსტე

 რუბრიკა:  სისუსტეები

სისუსტის ექსპლუატირება სპეციალური დაყენებული აპლიკაციის მეშვეობით მოწყობილობის გადატვირთვის საშუალებას იძლევა.

Android დეველოპერმა ტილ კოტმანმა (Till Kottmann) აღმოაჩინა სისუსტე OxygenOS-ში, რომელიც აგებულია Android 9 Pie-ზე. სისუსტის ექსპლუატირება სპეციალური დაყენებული აპლიკაციის მეშვეობით მოწყობილობის გადატვირთვის საშუალებას იძლევა. პრობლემა ეხება ყველა OnePlus – ის ფირმის სმარტფონებს, რომლებიც OxygenOS 9 -ზე მუშაობენ – OnePlus 5/5T და OnePlus 6/6T.

პრობლემა არის იმაში, რომ სპეციალური პროგრამის გაშვებისას მომხმარებელი ვერც კი ასწრებს რეაგირებას, სანამ მოწყობილობა გაითიშება, ამასთან ერთად, მომხმარებელს გადატვირთვის პროცესის შეჩერება არ შეუძლია. ამგვარად აპლიკაციებს შეუძლიათ სმარტფონის მუდმივი გადატვირთვის რეჟიმში შეყვანა. მოწყობილობის გაშვების ერთადერთი გზა  არის მისი დაცულ რეჟიმში გაშვება და შესაბამისი აპლიკაციის წაშლაა.

კოტმანმა აღნიშნა, რომ OnePlus-მა უკვე გამოასწორა ეს პრობლემა და გამოუშვა OxygenOS 10, რომელიც Android 10-ის ბაზაზე მუშაობს. მაგრამ წინა თაობის მოწყობილობებზე განახლების გამოსვლა იგეგმება 2020 წელს. სისტემურ განახლებამდე, წინა თაობების მოწყობილობების მფლობელებისთვის რეკომენდირებულია იყვნენ მაქსიმალური ყურადღებით, განსაკუთრებულ როლს აქ აპლიკაციების დაყენება თამაშობს.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association