თარიღი
/   ავტორიSCSA

ფიშინგ მეილების გამოვლენის ქართული სისტემა — ჰიპერიონი

 რუბრიკა:  სკრიპტები

მსგავსი ტიპის თავდასხმებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას იმ კომპანიას, რომლის უსაფრთხოებაზეც შენ აგებ პასუხს.

კიბერუსაფრთხოების განვითარების პროცესი თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული სისწრაფით მიმდინარეობს. ყველა ქვეყანა ცდილობს მის მიერ შექმნილმა პროგრამებმა სრულად დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები.

რა თქმა უნდა, ასევე, არსებობს საერთაშორისო Tools სისტემა (რომელიც ინგლისურად იქმნება). ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, როცა ქმნი შენი ქვეყნის მცხოვრებთა მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტს. დიახ, ეს ასეა. ამიტომაც, გვჯერა, რომ „ელექტრონული ფოსტის საძიებო სისტემა“ იქცევა ამ პროექტის პირველ ნათელ წერტილად და სათავეს დაუდებს იმ დიდ პროექტებს, რომელთაც სხვა ადამიანებიც განახორციელებენ მომავალში.

რაში მდგომარეობს ამ პროგრამის დადებითი მხარე? მას შეუძლია ნებისმიერი სახის დომენზე შექმნილი ელექტრონული ფოსტა გადმოგცეთ თქვენ.  რისთვის გვჭირდება ეს? მარტივია, ფიშინგ შეტევების შესაჩერებლად! დიახ, დღეს აქტიურად იყენებენ ყალბ  დომენებს  ფიშინგ თავდასხმებისთვის. გარკვეული ტიპის დომენზე არეგისტრირებენ უამრავ ანგარიშს  და ეს ანგარიშები იმაზე დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე თუნდაც (სოციალური ინჟინერიის პროექტ მენეჯერით შექმნილი)  უბრალო ვებგვერდი. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, ყალბი ელექტრონული ფოსტები იგზავნება მსოფლიოს მასშტაბით.

მსგავსი ტიპის თავდასხმებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას იმ კომპანიას, რომლის უსაფრთხოებაზეც შენ აგებ პასუხს. შესაძლოა, ამ თავდასხმაზე დროული რეაგირება მოახდინო და  შეტევის პირველი ეტაპი, გარკვეულწილად, მოიგერიო კიდეც.  მაგრამ ყოველთვის იქნები მზად ამისთვის? ყოველი თანამშრომელი ინდივიდუალურ სპეციფიკას და მიდგომას ავლენს და შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო მათი რეაქციები და მოქმედებები. თუმცა, შენ შეგიძლია, პრევენცია საწყის ეტაპზევე განახორციელო Tools ინსტრუმენტის საშუალებით, როდესაც იცი დომენის დასახელება. შენ შეძლებ ამ დომენზე რეგისტრირებული და ბაზაში აღმოჩენილი ნებისმიერ სხვა ანგარიში დაბლოკო.

ამისთვის სულაც არ გჭირდება დიდი ძალისხმევა. ეს პროგრამა მარტივი ალგორითმებით მუშაობს და რაც მთავარია, ქართული ენა მისი საბაზისო ენაა.

ინსტალაცია:

git clone https://github.com/Baronzimo/Hyperion.git

შემდეგ ფაილი მოათავსეთ Desktop-ზე

cp file ~/Desktop

cd Desktop

pyhon3 hyperion.py

შემდეგ კი სასურველი დომენის მთლიანი ბმული, მაგალითად:

https://example.com

პროექტის ავტორი ლევან აბესაძე

ოფიციალური რეპოზიტორი GitHub-ზე: https://github.com/Baronzimo

 

 ტეგები:  email ,  hyperion

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association