თარიღი
/   ავტორიSCSA

რა იყო პირველი კომპიუტერული ვირუსი ?

 რუბრიკა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა

პირველი კომპიუტერული ვირუსის წარმოშობა დღესაც არის ცხელი დებატების თემა. ზოგიერთისთვის კომპიუტერული ვირუსის პირველი მაგალითი იყო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოძრაობდა ჰოსტიდან ჰოსტამდე აქტიური მომხმარებლის შეყვანის გარეშე – ეს იყო Creeper-ი, რომელიც პირველად გამოჩნდა 1970 – იანებში, 10 წლით ადრე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა ტერმინი „კომპიუტერული ვირუსი“. ეს ტერმინი იყო მოფიქრებული ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერების პროფესორის Leonard M. Adleman – ის მიერ.

Creeper – ი მუშაობდა ოპერაციულ სისტემაზე Tenex, რომელიც გამოიყენებოდა ARPANET – Advanced Research Projects Agency Network – ში. Creeper – ი ხტუნაობდა ერთი სისტემიდან მეორეზე და ინფიცირებულ მანქანებზე აჩენდა შემდეგ შეტყობინებას „I’M THE CREEPER : CATCH ME IF YOU CAN!“, რის შემდეგაც გადადიოდა სხვა მანქანაზე. ძირითად შემთხვევაში, როცა ვირუსი პოულობდა ახალ მანქანას, იგი შლიდა თავისთავს არსებული კომპიუტერიდან, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ვერ ვრცელდებოდა რამოდენიმე კომპიუტერზე ერთდროულად.

მიუხედავად იმისა, რომ Creeper – ი არ იყო შექმნილი კომპიუტერზე რაიმე სახიფათო აქტივობების ჩატარების მიზნით, იგი შეიძლება ჩაითვალოს პირველი პროგრამული უზრუნველყოფის მაგალითად, რომელიც მავნე მიმართულებით მუშაობდა. ცოტახნის შემდეგ იყო შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ფორმა, რომელიც მსგავსი მექანიზმით მუშაობდა, მაგრამ მიზნად ჰქონდა Creeper-ის წაშლა. მას სახელად Reaper-ი ერქვა. ამის მიუხედავად, დღესაც ზოგიერთს სჯერა, რომ პირველი კომპიუტერული ვირუსის წოდება უნდა მიიღოს Brain – მა, რადგან Creeper-სგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს შეეძლო თვით დუბლირება არსებული მანქანიდან ამოშლის გარეშე – ზუსტად ამას დღესაც აკეთებს ბევრი მავნე კოდი.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association