თარიღი
/   ავტორიSCSA

რა განსხვავებაა ჰეშსა და შიფრს შორის?

 რუბრიკა:  კრიპტოგრაფია

ამ სტატიაში განვიხილავთ საკმაოდ ხშირ კითხვას, თუ არის განსხვავება ჰეშსა და შიფრს შორის.

ჰეშ-ფუნქციის გამოყენებით, ნებისმიერი სიგრძის შეტყობინებიდან, შეგვიძლია მივიღოთ ფიქსირებული ზომის გამომავალი მნიშვნელობა. მაგალითად, SHA256 ჰეშ-ფუნქციით მიიღება 256 ბიტი ჰეშ-მნიშვნელობა და ეს რიცხვი არ არის დამოკიდებული შემავალი მნიშვნელობის სიგრძეზე. ზოგადად, შეუძლებელია მოცემული ჰეშ-მნიშვნელობებით ორიგინალი შეტყობინების განსაზღვრა, რადგან ბევრ სხვადასხვა შეტყობინებას, ერთი და იგივე ჰეშ-მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ჰეშირების ფუნქცია ანადგურებს ინფორმაციას.

მეორე მხრივ, შიფრი იღებს ნებისმიერი სიგრძის შეტყობინებას და წარმოქმნის თანაბარი ან უფრო დიდი სიგრძის გამომავალ მნიშვნელობას. ის არ შლის ინფორმაციას. შიფრის შედეგის (უწოდებენ დაშიფრულ ტექსტს) გაშიფვრით მიიღება საწყისი შეტყობინება.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association