თარიღი
/   ავტორიSCSA

Raccoon – ინფორმაციის მოგროვების ხელსაწყო

 რუბრიკა:  OSINT

Raccoon – ს გააჩნია Tor/proxy მხარდაჭერა ანონიმური მუშაობისთვის. სკრიპტი ასევე იყენებს ნაგულისხმევ სიას SecLists რეპოზიტორიდან, თუმცა შესაძლებელია საკუთარი სიის გენერაციაც.

Raccoon არის ხელსაწყო რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ონლაინ დაზვერვა და ინფორმაციის მოგროვება. სკრიპტს შეუძლია საკმაოდ ბევრი რამ, დაწყებული მარტივი DNS ჩანაწერების დადგენით დამთავრებულია ქვედომენების სიებით და TLS მონაცემებით.

Raccoon – ს გააჩნია Tor/proxy მხარდაჭერა ანონიმური მუშაობისთვის. სკრიპტი ასევე იყენებს ნაგულისხმევ სიას SecLists რეპოზიტორიდან, თუმცა შესაძლებელია საკუთარი სიის გენერაციაც.  სისტემის ძირითადი თვისებები:

  • DNS დეტალები
  • DNS ვიზუალური გამოხატვა DNS dumpster – ის გამოყენებით
  • WHOIS ინფორმაცია
  • TLS მონაცემები – მხარდაჭერილი შიფრები, TLS ვერსიები, სერტიფიკატების დეტალები და SAN-ები
  • პორტების სკანირება
  • სერვისების / სკრიპტების სკანირება
  • URL ფაზინგი (fuzzing) და დირექტორიების / ფაილების აღმოჩენა
  • საბდომენების დადგენა – Google dorking, DNS dumpster

მონაცემების ამოღება ვებ აპლიკაციებიდან:

  • CMS დადგენა
  • ვებ სერვერის ინფორმაცია და მწარმოებელი
  • robots.txt და sitemap ინფორმაცია
  • Cookie ინფორმაცია
  • HTML ფორმების დადგენა
  • ელ-ფოსტის მისამართების ამოღება

და მრავალი სხვა ფუნქცია. მეტი ინფორმაცია და სრული დაყენების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ GitHub-ის ოფიციალურ რეპოზიტორიზე: https://github.com/evyatarmeged/Raccoon

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association