შემდეგ რეკვიზიტები გაივლის ძირითად გადამოწმებას, ლუნის ალგორითმის ჩათვლით, მაგრამ თუ პლატფორმა გამოიყენებს სატესტო გადახდას გადამოწმების სახით
ინტერნეტში ხშირად არის ისეთი საიტები, რომლებიც ითხოვენ საბანკო ბარათის დეტალებს რეგისტრაციისათვის ან უფასო ფუნქციონირების წვდომისათვის: “ჩვენ არაფერს მოვხსნით თქვენი ანგარიშიდან, მაგრამ თქვენ მაინც შეიყვანეთ ბარათის მონაცემები” – ყველაფერი კარგადაა, იმ მომენტამდე, სანამ არ ჩამოგეჭრებათ საიტით სარგებლობის საფასური, რომელიც, როგორც შემდეგ ირკვევა ხელშეკრულებაში გაწერილი იყო უხილავი შრიფტით.
ასეთ შემთხვევებში გამოსადეგია სატესტო საკრედიტო ბარათების გენერატორები, როგორიცაა Card Generator ან Prepostseo. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის სისტემა (Visa, MasterCard და ა.შ.), მეორე სერვისი კი საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ ბანკი და დააყენოთ თქვენი საკუთარი CVV კოდი. სერვისი ასევე გამოიმუშავებს შემთხვევით მისამართს და საფოსტო ინდექსს.
შემდეგ რეკვიზიტები გაივლის ძირითად გადამოწმებას, ლუნის ალგორითმის ჩათვლით, მაგრამ თუ პლატფორმა გამოიყენებს სატესტო გადახდას გადამოწმების სახით, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ დარეგისტრირებას, რადგან ამ ბარათს არ აქვს არც ასოცირებული ანგარიში და შესაბამისად არც თანხა. ამ ბარათით ყიდვა, როგორც თქვენ ალბათ უკვე მიხვდით, შეუძლებელია.