თარიღი
/   ავტორიSCSA

შეფერხება Facebook – ის სერვისების მუშაობაში

 რუბრიკა:  სოციალური ქსელები

Facebook-ის ოფიციალური კომენტარი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იყო დაფიქსირებული მხოლოდ Twitter სოციალურ ქსელში

დღეს Facebook არის მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელი, რომლის თვიური სტუმრების რაოდენობა 2020 წლის ბოლო კვარტალში შეადგენს 2,7 მილიარდს.  რამდენიმე დღის წინ Facebook – ის სერვისები მუშაობა შეფერხებით.

ძირითადი მუშაობის პრობლემები იყო დაფიქსირებული ევროპაში, სადაც მომხმარებლებს ჰქონდათ პრობლემები Instagram-ის, Facebook -ის და Messenger-ის გამოყენების დროს. განცხადება Facebook-ის სერვისების მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით გავრცელდა მსხვილ მედია წყაროებში. ერთ-ერთმა გლობალურმა ბრიტანულმა ონლაინ გამომცემლობამ Liverpool Echo-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ  მომხმარებლების დაახლოებით 80% ვერ სარგებლობდა შეტყობინებებით, ხოლო დარჩენილ 20% ჰქონდა პრობლემები სისტემაში ავტორიზაციასთან დაკავშირებით.

Facebook-ის ოფიციალური კომენტარი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იყო დაფიქსირებული მხოლოდ Twitter სოციალურ ქსელში, როდესაც რამდენიმე მომხმარებელმა გააკეთა შესაბამისი მიმართვა ამ სოციალური ქსელის გამოყენებით.

ამ დროისთვის კომენტარი იმაზე, რომ სოციალური ქსელების გიგანტი შესაძლოა მასიური თავდასხმის მსხვერპლი გამხდარიყო არ გაკეთებულა.

წყარო: https://www.liverpoolecho.co.uk/news/liverpool-news/facebook-instagram-messenger-down-across-19433030

 

 ტეგები:  Facebook ,  Instagram ,  messenger ,  გაჩერება

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association