Telegram-ს ის მომხმარებლები, რომელთაც გააქტიურებული არ აქვთ ორ-ფაქტორიანი ავტორიზაცია (დამატებითი პაროლი), შესაძლო კიბერ-საფრთხის წინაშე დგანან.
როგორც ცნობილი გახდა, Telegram-ის არაერთი ქართველი მომხმარებლის ანგარიში გახდა კიბერ დანაშაულის მსხვერპლი. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თავდასხმის კონკრეტული ვექტორი, თუმცა სამიზნეებად რჩებიან ის მომხმარებლები, რომელთაც გააქტიურებული არ აქვთ უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმები.
ორ ფაქტორიანი ავტორიზაციის ( გააქტიურებისათვის, მიყევით ინსტრუქციას:
- გახსენით ტელეგრამის აპლიკაცია
- ზედა მარცხენა მხარეს, გახსნით ანგარიშის მონაცემები და შემდგომ, პარამეტრები (Settings)
- შემდგომ გახსენით, კონფიდენციალობის და უსაფრთხოების პარამეტრები (Privacy and Security)
- პაროლის შეყვანით გააქტიურეთ ორ-ბიჯიანი ვერიფიკაცია (Two-Step Verification)
- აირჩიეთ “Set Additional Password”
- შეიყვანეთ პაროლი და დაადასტურეთ, ხელახალი შეყვანით
- შემდეგ მიუთითეთ „Create Password”
- შემდეგ გვერდზე, შეგიძლიათ მიუთითოთ მანიშნებელი თქვენი პაროლისთვის და დააჭირეთ გაგრძელებას (Continue).
- მიუთითეთ ელ-ფოსტა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ შემდგომში პაროლის აღდგენას და დააჭირეთ გაგრძელებას (Continue).
- ელ.ფოსტის მიტითების შემთხვევაში (ან ტელეფონზე), ტელეგრამისგან მოგივათ კოდი, რომელსაც შეიყვანთ სისტემაში.
- დააჭირეთ პარამეტრებში დაბრუნებას (Return to Settings)