თარიღი
/   ავტორიSCSA

ქსელში აღმოჩნდა Telegram-ის 40 მილიონამდე მომხმარებლის მონაცემი

 რუბრიკა:  თავდასხმები

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ბაზაში არის 40 მილიონამდე აქტიური მომხმარებლების მონაცემები. 

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ სივრცეში აღმოჩნდა პოპულარული მესენჯერ Telegram-ის მომხმარებლების ბაზა. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ბაზაში არის 40 მილიონამდე აქტიური მომხმარებლების მონაცემები.

მონაცემები შეიცავს:
— Username
— ID
— სახელებს
— ტელეფონის ნომრებს

მინიმუმ 12 მილიონი ჩანაწერი ეკუთვნის რუსეთის მომხმარებლებს. როგორც ჩანს, ინფორმაციის გაჟონვა მოხდა დიდი ხნის წინ, მაგრამ საერთო წვდომაში იგი ახლახანს აღმოჩნდა. რეკომენდაციაა მესენჯერის პარამეტრებში გაითიშოს პროფილის მოძებნა ტელეფონის ნომრით და ასევე გაითიშოს ტელეფონის ნომრის ჩვენება არაკონტაქტებისთვის.

რამდენიმე რჩევა Telegram-ის პროფილის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

სხვა მესენჯერებისგან განსხვავებით, Telegram სწორი გამოყენების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პრივატულობის და დაცვის საკმაოდ კარგ დონეს. ამ სიაში მოვიყვანთ რამდენიმე სასარგებლო ქმედებას, რომელიც დაგეხმარებათ მესენჯერის გამოყენებისას უსაფრთხოების გაზრდაში.

1. დააყენეთ ორფაქტორიანი ავტენტიფიკაცია

Email -ის მითითება არ არის რეკომენდირებული, იმის გათვალისწინებით, რომ ჰაკერებს არ მივცეთ საშუალება მიიღონ წვდომა ჩვენს პროფილზე ელ-ფოსტაზე წვდომის მიღების შემთხვევაში.

2. არ გააზიაროთ თქვენი ეკრანი

ეკრანის დემონსტრაციის დროს ბოროტმოქმედმა შეიძლება ნახოს თქვენს მოწყობილობაზე მოსული აქტივაციის კოდი და მიიღოს წვდომა პროფილზე.

3. არ გააკეთოთ კონტაქტების სინქრონიზაცია

სინქრონიზაციის დროს, მთელი თქვენი კონტაქტების კრებული იგზავნება Telegram-ში.

4. არ გააზიაროთ თქვენი ტელეფონის ნომერი

იყო შემთხვევები, როცა ბოროტმოქმედები ახერხებდნენ ნომრების ოპერატორთან აღდგენას და ამით იღებდნენ სრულ კონტროლს Telegram-ის პროფილზე.

5. არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე

ჰაკერები ხშირად იყენებენ ფიშინგ საიტებს, სადაც თქვენ გთხოვენ პროფილის მონაცემების შეყვანას.

6. გათიშეთ თქვენი პროფილის ჯგუფებში დამატების ფუნქცია

ეს არის შესაძლებელი მესენჯერის პარამეტრებიდან

7. დააყენეთ პინ კოდი და გათიშეთ მოსული შეტყობინებების ბლოკირებულ ეკრანზე გამოჩენა

ფიზიკური წვდომის შემთხვევაში, ბოროტმოქმედმა შეიძლება ისარგებლოს ამ ფუნქციით და ნახოს აქტივაციის კოდი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association