თარიღი
/   ავტორიSCSA

TOR Project-ის გუნდმა თავისი ქსელიდან 800 კვანძი გამოთიშა

 რუბრიკა:  Darknet ,  სისუსტეები

გამოთიშული კვანძები მუშაობენ მოძველებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე და არის სუსტი კიბერ თავდასხმების წინააღმდეგ.

ამ კვირაში Tor Project-ის გუნდა თავისი ქსელიდან გამოთიშა 800 კვანძი, რომლებიც Tor-ის მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით მუშაობდნენ. გათიშული სერვერების წილი Tor-ის კვანძების მთლიანი ქსელის 13.5% შეადგენს. სულ ქსელში არის დაახლოებით 6 000 – მდე სერვერი.

გამოთიშული კვანძიდან, 750 არაგამომავალ სერვერს წარმოადგენენ, რომლებიც დაშიფრულ ტრაფიკს მხოლოდ Tor ქსელის შიგნით ატრიალებდნენ, ხოლო 62 კვანძი – გამომავალი, რომლებიც კლიენტსა, Tor ქსელის და ღია ინტერნეტს შორის დამაკავშირებლების როლს ასრულებენ.

Tor Project-ის გუნდის განცხადებით, ნოემბრის თვეში იქნება გამოშვებული Tor პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, რომელსაც ნაგულისხმევად ექნება EOL Tor სერვერებისგან გამოთიშვის ფუნქცია (არ დასჭირდება Tor Project-ის გუნდის ჩარევა).

Tor Project-ის გუნდის განცხადებით, სერვერები იყო გათიშული მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფის გამო. მოძველებულმა პროგრამუმლა უზრუნველყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები.

 ტეგები:  Tor ,  სერვერი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association