თარიღი
/   ავტორიSCSA

ვირუსი Melissa

 რუბრიკა:  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა

1999 წლის გაზაფხულზე მელისა გახდა ერთ-ერთი პირველი ვირუსი, რომელიც ვრცელდებოდა ელ-ფოსტაზე მიმაგრებული მავნე ფაილით მეშვეობით. მოკლე ხანში მელისას მსხვერპლი გახდა მილიონზე მეტი კომპიუტერი. ამ მავნემ უდავოდ მიაღწია დიდ “წარმატებას” არამხოლოდ ვირუსების გავრცელების მეთოდებში, არამედ მათი გამოყენების სფეროშიც.

ვირუსი მუშაობდა შემდეგი სცენარით – Outlook Express – ის გამოყენებით, პროგრამაში არსებულ პირველ 50 ელ-ფოსტის მისამართზე იგზავნებოდა წერილი მიმაგრებული ფაილით სახელწოდებით list.doc, რომელშიც წერილის შიგთავსის თანახმად იყო ჩაწერილი 80 ფასიანი ეროტიული საიტის პაროლი.  რეალურად კი, დოკუმენტში იყო ჩაშენებული მაკროსი, რომელიც ეშვებოდა ფაილის გახსნასთან ერთად.

მელისა შეიქმნა დევიდ სმიტის მიერ (David Smith). ვირუსის ავტორი ვერც კი წარმოიდგენდა რამდენად გლობალური გამოხმაურებას მიიღებდა მისი ქმნილება. მელისას ავტორს მიუსაჯეს პატიმრობის 20 თვე და ასევე 5 000 ამერიკული დოლარით დააჯარიმეს . ვირუსის გავრცელების პერიოდში კი საერთო ფინანსურმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 80 000 ამერიკული დოლარი.

არსებობდა მელისას ოთხი მოდიფიკაცია, რომელიც განსხვავებულად მოქმედებდა. ყველა მოდიფიკაცია იყო საკმაოდ სახიფათო, რადგან ეს ვირუსი ახდენდა სამუშაო სისტემური ფაილების მოდიფიკაციას ან წაშლას. დღესაც ექსპერტები თვლიან, რომ მელისა იყო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სწრაფად გავრცელებადი მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი.

 ტეგები:  Melissa ,  virus ,  ვირუსი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association