თარიღი
/   ავტორიSCSA

WhatsApp ფუნქცია “წაშლა ყველასთვის” არ შლის ფაილებს iPhone-ზე

 რუბრიკა:  სისუსტეები

WhatsApp-ში დაახლოებით ორი წლის წინ დამატებული ფუნქცია “წაშლა ყველასთვის” შეიცავს სისუსტეს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლების კონფიდენციალურობის პრობლემები. პროგრამა არ შლის მულტიმედია ფაილებს, რომელიც იგზავნება iPhone-ის მომხმარებლებთან (იმის გათვალისწინებით, რომ პარამეტრები დაყენებულია ნაგულისხმევად – by default). მიღებული ფაილები ინახება მოწყობილობის სისტემაში, იმ დროსაც, როცა მესენჯერში შეტყობინება ფიქსირდება როგორც წაშლილი. ამ პრობლემის შესახებ აცხადებს შიტეშ საჩანი (Shitesh Sachan).

მსგავსი ფუნქცია, როგორიცაა წაშლა ყველასთვის, ყოველდღიურად შველის მილიონობით ადამიანს შემთხვევით გაგზავნილი ან არასწორი კონტაქტისთვის გაგზავნილი შეტყობინებებისგან. ეს ფუნქცია განკუთვნილია პირადი ან ჯგუფური შეტყობინებების წასაშლელად, იმ შემთხვევაში თუ ფაილი / შეტყობინება იყო გაგზავნილი შეცდომით. აღსანიშნავია, რომ ეს ფუნქცია მოქმედებს შეტყობინების გაგზავნიდან 1 საათის 8 წუთის და 16 წამის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ გაგზავნილი შეტყობინება ვეღარ წაიშლება.

პრობლემა არის იმაში, რომ ნაგულისხმევად პროგრამა ინახავს ყველა მიღებულ მულტიმედია ფაილს Camera Roll დირექტორიაში iOS-სთვის და Media Gallery-ში ანდროიდისთვის.

მსგავსი პრობლემა რამოდენიმე დღის იყო აღმოჩენილი სხვა პოპულარულ მესენჯერში Telegram, და მაშინვე იყო გასწორებული. რაც შეეხება WhatsApp-ს, ამ პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით არ ეჩქარებათ. როგორც WhatsApp-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ფუნქცია მიზანმიმართულია შეტყობინებების წაშლაზე თვითონ პროგრამაში და ამას სრულყოფილად ასრულებს, შესაბამისად ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას სისტემაში შენახულ მულტიმედია ფაილებთან დაკავშირებით.

 ტეგები:  iPhone ,  WhatsApp ,  სისუსტე

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association