თარიღი
/   ავტორიSCSA

WordPress-ის სისუსტეების შეჯამება: იანვარი 2020 – მეორე ნაწილი

 რუბრიკა:  სისუსტეები

2019 წლის მიწურულს WordPress-ის პლატფორმაზე აღმოჩენილია მრავალი ტიპის სისუსტე.

ჩვენ უკვე განვიხილეთ იანვრის თვეში პოპულარულ სიტემა WordPress-ზე გამოსული სხვადასხვა პლაგინებში არსებული კრიტიკული სისუსტეების შესახებ. დღეს გავივლით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პლაგინს ამ პლატფორმაზე, რომლებში აღმოჩენილია კრიტიკული სისუსტეები.

მიმოხილვაში სისუსტეები კვლავ დახარისხებულია შემდეგნაირად:

  1. WordPress-ის ბირთვი
  2. WordPress-ის პლაგინები
  3. WordPress-ის თემები
  4. ზოგადი დარღვევები ინტერნეტ სივრცეში

განხილული პლაგინების უმრავლესობაში აღმოჩენილი სისუსტეების ე.წ. ექსპლოიტები ამ ეტაპისთვის გავრცელებული არ არის რათა არ მოხდეს საიტების მასიური გატეხვა. როგორც წესი, სისუსტის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია მისი ექსპლუატირების შესახებ არ ვრცელდება გარკვეული პერიოდის მანძილზე, რაც საიტების ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს განაახლონ შესაბამისი პლაგინები.

ამ ნაწილში განხილულია ისეთი ცნობილი პლაგინები როგორიცაა Code Snippets, WP Database Reset, Chained Quiz, 2J SlideShow, Ultimate Member, WPS Hide Login და სხვები. აღნიშნულ პლაგინებზე უკვე გამოსულია შესაბამისი განახლებები და მომხმარებლებს თავად შეუძლიათ არსებული პრობლემების მოგვარება.

პლაგინების და თემების სრული ჩამონათვალი და ასევე ინფორმაცია გამოსული პატჩების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ithemes-ის მიერ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association