თარიღი
/   ავტორიSCSA

Facebook მომხმარებლების 267 მილიონი პროფილი იყიდება Darknet-ში

 რუბრიკა:  Darknet

მომხმარებლების პროფილებში არსებული ინფორმაცია ფიშინგ თავდასხმების განხორციელების საშუალებას იძლევა

ბოროტმოქმედებმა Darknet-ში გასაყიდად Facebook 267 მილიონი მომხმარებლის მონაცემები განათავსეს. ასეთი მონაცემთა ბაზის ფასი £500 შეადგენს, რაც დაახლოებით არის $620. აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ბაზა არ შეიცავს მომხმარებლების პაროლებს, თუმცა მოყვანილი ინფორმაცია იქნება სრულიად საკმარისი ფიშინგ თავდასხმების განხორციელებისთვის, რაც შედეგად შესაძლოა ავტორიზაციის მონაცემების მოპარვამდეც მივიდეს.

ერთი თვის წინ, უსაფრთხოების მკვლევარმა Bob Diachenko-ომ აღმოაჩინა ღია წვდომაში მყოფი Elasticsearch მონაცემთა ბაზა, რომელშიც იყო შესული მომხმარებლების სრული სახელები, ტელეფონის ნომრები და პროფილების უნიკალური Facebook იდენტიფიკატორები. BleepingComputer უსაფრთხოების რესურსის განცხადებით, სპეციალისტებმა Cyble – დან აღმოაჩინეს მომხმარებლების მონაცემთა ბაზა Darknet-ის ჰაკერულ ფორუმებზე, რომელიც იყიდებოდა £500 – ად. უსაფრთხოების მკვლევარებმა შეიძინეს ზემოაღნიშნული მონაცემთა ბაზა ანალიზის მიზნით. ამის შედეგად მონაცემთა ბაზა იყო დამატებული დარღვევების შესახებ შეტყობინებების სერვისზე AmIbreached.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association