თარიღი
/   ავტორიSCSA

Firefox-ში გასწორებულია “მასტერ” პაროლის სისუსტე

 რუბრიკა:  სისუსტეები

Firefox ბრაუზერში იყო აღმოჩენილი და გასწორებული “მასტერ” პაროლის სისუსტე. რამოდენიმე დღის წინ ბრაუზერმა მიიღო განახლება, რომელიც ასწორებს პაროლების მენეჯერის მოწყვლადობას (CVE-2019-11733), რომელიც საშუალებას იძლევა პაროლების მენეჯერიდან დაკოპირდეს შენახული პაროლები “მასტერ” პაროლის მოთხოვნის გარეშე.

მასტერ პაროლის დაყენების შემდეგ, პაროლების არქივზე წვდომისათვის აუცილებელია ამ მთავარი პაროლის შეყვანა. სპეციალისტების თქმით, ბოროტმოქმედს ბუფერის მეშვეობით შეუძლია ლოკალური მონაცემების დაკოპირება. ეს ხდება კონტექსტური მენიუდან “შენახული პაროლების კოპირების” ფუნქციის გამოყენებით, რის დროსაც არ არის საჭირო მთავარი პაროლის შეყვანა.

უსაფრთხოების მიზნით, მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას ბრაუზერის 68.0.2 ვერსიამდე განახლების შესახებ.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association