თარიღი
/   ავტორიSCSA

Meta 2024 წლის 9 მაისიდან Chat Plugin-ს აუქმებს

 რუბრიკა:  სოციალური ქსელები

კომპანიების და Meta-ზე არსებული ბიზნეს ანგარიშებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. 2024 წლის 9 მაისიდან Meta/Facebook აუქმებს Chat Plugin-ს, რომელიც კომპანიებს აძლევდა საშუალებას საკუთარ ვებ-გვერდზე დაემატებინათ მომხმარებელთან საუბრის ფუნქცია, რომელიც ავტომატურად Facebook/Meta-ს შესაბამის ანგარიშზე აგზავნიდა შეტყობინებას. ცვლილების განხორციელების შემდგომ, კომპანიებს რომელთაც სურთ ე.წ. ჩეთ-ბოქსების შენარჩუნება საკუთარ გვერდზე, დაჭირდებათ ახალი ინსტრუმენტების ან/და პროგრამების მოძიება.

მიუხედავად მისი კომფორტულობისა, Chat Plugin-ზე განახლება არ გატარებულა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რამაც პროგრამა და შესაბამისად, მისი მომხმარებლები მოწყვლადი გახადა სხვადასხვა თავდასხმების მიმართ. სავარაუდოა, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, მიიღო Meta-მ გადაწყვეტილება გაეუქმებინა შესაბამისი მხარდაჭერა.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association