თარიღი
/   ავტორიSCSA

Twitter-ის სისუსტით ხდებოდა Android მომხმარებლების პროფილების გატეხვა

 რუბრიკა:  სისუსტეები

კომპანიას არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ სისუსტე იყო გამოყენებული. 

კომპანია Twitter – მა გამოაქვეყნა ინფორმაცია სისუსტის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს Android მომხმარებლების პროფილების კომპრომეტირება.  

ეს პრობლემა ეხება მხოლოდ Android მოწყობილობის მომხმარებლებს და მისი ექსპლუატირება საშუალებას იძლევა ბოროტმოქმედმა დანერგოს მავნე კოდი აპლიკაციის შემნახველ სივრცეში. ამგვარად ჰაკერს შეეძლება მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის ნახვა და მის პროფილზე წვდომის მიღება. სისუსტის გამოყენებით ბოროტმოქმედს შეუძლია მსხვერპლის პროფილიდან გამოაქვეყნოს ტვიტები და განახორციელოს პირადი მიმოწერა სხვა Twitter-ის მომხმარებლებთან. 

“ამ სისუსტის გამოყენების ნიშნები არ იყო შემჩნეული, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ მოწყვლადობა არ იქნება გამოყენებული, შესაბამისად ვაფრთხილებთ მომხმარებლებს ასეთი პრობლემის არსებობის შესახებ.” – განაცხადა კომპანიამ ოფიციალურ ბლოგზე. 

Android-ის მომხმარებლებისთვის საჭიროა Twitter-ის აპლიკაციის ბოლო ვერსიამდე განახლება. ასევე, კომპანიის განცხადებით წინა თვეში გამოშვებულ 7.93.4 ვერსიაში (Android KitKat-ზე) და 8.18 ვერსიაში (Android Lollipop-ზე) ეს სისუსტე უკვე გასწორებულია. 

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association