ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის/სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი, კალიფორნია 2019 წელი. 15-წლიანი გამოცდილება ინდუსტრიაში, მუშობდა უფროს ინჟინერად ICT სექტორში (შპს ერიქსონში და შპს ჯეოსელში). კვლევითი მიმართულებები: ნეირონული კრიპტოგრაფია, ღრმა სწავლების აპლიკაციები, ბლოკჩეინები კიბერუსაფრთხოებაში, ტვინის ტალღების მონიტორინგი, ხელოვნური ნეირონული ქსელების სამედიცინო აპლიკაციების მოდელირება, მობილური აპლიკაციები, IoT უსაფრთხოების საკითხები, 5G, სიმულაცია და მოდელირება უსადენო ტექნოლოგიებში. გამოქვეყნებული აქვს 50 – ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მოწვეული პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, დიდი ბრიტანეთი. DAAD-ის სტიპენდიანტი აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების აღმოსავლეთ საქსონიის უნივერსიტეტში, გერმანია 2016 წელი. პლენარული მომხსენებელი სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, სიმპოზიუმებზე და სამიტებზე. IEEE, ACM, და COST ორგანიზაციების წევრი.