შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორი:
დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი; ვებ პენტესტერი; ვებ დეველოპერების გუნდის ხელმძღვანელი.
ქეთევანი გრძელიძე – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი; ინფორმაციული სისტემების აუდიტორი; პარსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის ფუნდამენტურ კონცეფციებს, Linux ოპერაციული სისტემის საფუძვლებს, კრიპტოგრაფიისა და ვებ-უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს, ინფორმაციის მოძიებისათვის ღია წყაროების გამოყენებას, მიდგომებს, ინსტრუმენტებს და ტექნიკებს, რათა უზრუნველყოთ თქვენი დაცულობა კიბერ სივრცეში და შეიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები.
კურსის განმავლობაში, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით როგორებიცაა Google Dork, Maltego, Shodan, Metasploit, WPScan შეისწავლით სხვადასხვა ტიპის სისტემებთან მუშაობას და მათგან ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და შეტევის დაგეგმვის მეთოდებს და განახორციელებთ ეთიკურ შეტევას მოწყვლად სისტემაზე. კურსის განმავლობაში შეიძენთ გამოცდილებას, თუ როგორ მუშაობენ ჰაკერები, გამომძიებლები თუ ჟურნალისტები სხვადასხვა ინსტრუმენტებთან და რა დანიშნულება აქვთ მათ.
კურსის ბოლოს, თქვენ გექნებათ ცოდნა და უნარ-ჩვევები რომ შეძლოთ კიბერ სივრცეში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გექნებათ კიბერ უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებების შესახებ ცოდნა, ასევე გადადგამთ ეთიკური ჰაკინგის მიმართულებით პირველ ნაბიჯებს.
რას შეისწავლით:
– კიბერ სივრცეში რისკების შეფასებას, ანალიზს და თავდაცვის გზების მოძიებას.
-მიიღებთ ცოდნას და გამოცდილებს კიბერ უსაფრთხოების საფუძვლების, მოწყვლადობების აღმოჩენის, სკანირების ტექნიკებისა და ინსტრუმენტების, მავნე კოდებისგან თავის დაცვისა და OSINT ინსტრუმენტების შესახებ.
– შეიძენთ ცოდნას და გამოცდილებას Metasploit ჩარჩოს გამოყენების, უსადენო ინტერნეტის უსაფრთხოების, კრიპტოგრაფიის საფუძვლების, ვებ გვერდების ანალიზისა და თანამედროვე კიბერ უსაფრთხეებთან გამკლავების გზების შესახებ.
– კურსის ბოლოს გექნებათ OSINT მეთოდების, ინსტრუმენტების გამოყენების გზებისა და დანიშნულების შესახებ.
– შეისწავლით როგორ შეიძლება თქვენი ციფრული ინფორმაციის გამოყენება თქვენსავე წინააღმდეგ, ასევე ცალკეული შემთხვევებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიებას, მორგებას და გამოყენებას
ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული კურსი:
დამწყებები, რომელთაც სურთ კიბერ უსაფრთხოების საკითხებში გარკვევა ან/და ამ მიმართულებით განვითარება ან თუნდაც, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რისკების შეფასების შესწავლა.
ჩატარების ტიპი: online
მეცადინეობა დაიწყება 18.03.2025 და ჩატარდება ყოველ სამშაბათს და პარასკევს 19:00 – 21:00 საათამდე.
კურსის საფასური:
წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 250 ლარი (გადახდა 11.03.2025-ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
სტანდარტული ფასი: 300 ლარი (გადახდა 11.03.2025-ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 250 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ