კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ლიგა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (3 თვეში ერთხელ) გაიმართება ყოველწლიური გუნდური ჩემპიონატი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.
მეორე ჰაკატონი/ტური გაიმართება 26 ნოემბერს, 10:30 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
ჰაკატონში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს. გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 მოსწავლისაგან.
გუნდები სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე მოახდენენ კიბერუსაფრთხოების / ჰაკინგის ამოცანების შესრულებას, პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებულია შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.
მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე https://bit.ly/3T5ptXe
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი