შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
გიორგი იაშვილი – კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) გუნდის ლიდერი; კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი;
დავით ბოჭორიშვილი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ლექტორი და front-end დეველოპერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
დღეისთვის JavaScript არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მოქნილი დაპროგრამების ენა, რომელიც გამოიყენება მრავალ სფეროში. JavaScript-ის მეშვეობით შესაძლებელია ინტერაქტიული ვებ გვერდების შექმნა, სერვერთან მოთხოვნების გაგზავნის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაპროგრამების ენის მეშვეობით შეიძლება შეიქმნას დინამიური ვებ სისტემები. პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ვებ სისტემაში გამოიყენება JavaScript დაპროგრამების ენა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები.
რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში?
სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან JavaScript-ის ძირითად კონსტრუქციებს, ციკლებს, მასივებს, ფუნქციებს, ლოგიკურ ოპერაციებს და დოკუმენტების ობიექტების მოდელებს. ამასთან ერთად, სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან JavaScript – ის ერთ-ერთ გავრცელებულ ბიბლიოთეკის- jQuery-ის ელემენტებს. ასევე, კურსის ფარგლებში იქნება განხილული ისეთი ვებ ტექნოლოგიები როგორიცაა JSON და Ajax.
რას შეძლებთ კურსის დასრულების შემდეგ?
- JavaScript ცვლადებთან და მონაცემთა ტიპებთან მუშაობას;
- JavaScript ოპერატორებთან მუშაობას;
- JavaScript ობიექტების და მასივების გამოყენებას;
- JavaScript ფუნქციების და მეთოდების განსაზღვრებას;
- Document Object Model (DOM) – ის აღწერას;
- ვებ გვერდის მოვლენების შექმნას;
- JSON და Ajax ტექნოლოგიების გამოყენებას.
კურსის საფასური: 200 ლარი
საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
კურსი ჩატარდება დისტანციურად!