შეხვედრების რაოდენობა: 18 შეხვედრა (36 გაკვეთილი)
შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი
სასწავლო კურსის ლექტორები:
აჩი გუგუჩია – სტუდია AnimatronX – Unity Engine სპეციალისტი, პროგრამისტი. პროექტის „The Chewllers“ დეველოპერი.
სასწავლო კურსის ანოტაცია:
თამაშების ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში და მისი მასშტაბით ამ ინდუსტრიის საერთო შემოსავალი 400 მილიარდ დოლარს აღწევს. თამაშების შექმნის პროცესი მოითხოვს სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართულობას, რათა შეიქმნას ერთიანი სრულყოფილი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადი იქნება ბაზარზე. უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება თამაშების შესაქმნელად საჭირო ხელსაწყოები და ამ კურსის ფარგლებში სტუდენტები ერთ-ერთ ასეთ ხელსაწყოს, Unity-ს ძრავს, შეისაწვლიან, რომელიც თამაშების შესაქმნელად ყველაზე ხშირად გამოყენებული ძრავია ბაზარზე. ძრავების გამოყენებით შესაძლებელია თამაშის შექმნის პროცესის გამარტივება და დაჩქარება, რის გამოც მათ ფართო გამოყენება აქვთ ინდუსტრიაში.
სასწავლო კურსის მიზანი:
კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს თამაშების შესაქმნელად საჭირო ცოდნა Unity-ის ძრავის გამოყენებით, კერძოდ: პროგრამირების ენა С#-ის საწყისები, Unity-ის ძრავთან ასოცირებული ბიბლიოთეკები, ობიექტზე დართულ კომპონენტებზე წვდომა და მათზე ოპერირება კოდით, მარტივი ლოგიკების მოფიქრება, თამაშის ობიექტების ანიმირება და მათ შორის ურთიერთქმედება. წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენი დამოუკიდებლად შექმნან მარტივი ორგანზომილებიანი თამაშები.
სასწავლო კურსის თემატიკის დაფარვის შედეგად მსმენელს ეცოდინება/შეძლებს:
– პროგრამული ენის C# გამოყენებით თამაშის ლოგიკის მოფიქრება და შექმნა;
– Unity-ის ძრავში თამაშის კომპონენტების გამოყენება;
– მარტივი დასრულებული ფორმის 2D თამაშის აწყობა.
სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობა:
კურსს არ აქვს დაშვების წინაპირობა. ეს მოდული განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც უყვარს ვიდეო თამაშები და აქვს სურვილი შეისწავლოს მათი შექმნის პროცესი.
ჩატარების ტიპი: offline
კურსის საფასური:
- წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 400 ლარი (გადახდა -ის ჩათვლით)
წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 350 ლარი –გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ
- სტანდარტული ფასი: 450 ლარი (გადახდა -ის მერე)
სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 400 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ