კომპიუტერული ქსელები და უსაფრთხოება

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
სერგო სიმონოვი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ქსელების და ქსელური უსაფრთხოების კურსების ტრენერი; შეღწევადობის ტესტერი; DEVOPS ინჟინერი და IT მენეჯერი (Omedia).

სასწავლო კურსის ანოტაცია:
თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელია ქსელური ტექნოლოგიების გარეშე, მაგრამ, თუ გიფიქრიათ როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგიები? ან თუ გიფიქრიათ, რა ხდება, როდესაც ბრაუზერში კრეფთ ‘google.com’ -ს და შესვლის ღილაკს აწვებით? ან იქნებ სიტყვა „ქსელების“ გაგონება გაშინებთ? ან კიდევ ძლიერი ჰაკერები გხიბლავენ, რომლებიც ქსელში შეიჭრებიან და ყველა მანქანას თავის ნებაზე ამუშავებენ? ეს კურსი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა იმალება ქსელური მექანიზმების და მათი უსაფრთხოების მიღმა.

რას ისწავლით ამ კურსის ფარგლებში?
ამ კურსის ფარგლებში ისწავლით ლოკალური ქსელების კონფიგურაციას, დაცვასა და გატეხვას.

ეს კურსი შედგება სიღრმისეული პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისგან. პირველ ეტაპზე დეტალურად შევისწავლით მასალას, რასაც გამოვიყენებთ პრაქტიკულ თავდასხმებში, რის შემდეგაც ვიმუშავებთ ქსელის დაცვაზე. კურსის ფარგლებში შევისწავლით, როგორ მუშაობენ კონცენტრატორები, როუტერები, სვიჩები, DNS, ARP, DHCP, NAT, Firewalls და ასევე შევეხებით cisco-ს.

კურსის წარმატებით დასრულებისას შეძლებთ:

1. ქსელური პროცესების ახსნას;
2. ლოკალური ქსელების ტესტირებას შეღწევადობაზე;
3. ლოკალური ქსელების დაცვას თავდასხმებისგან;

ეს კურსი დააინტერესებს სისტემურ ადმინისტრატორებს, დამწყებ პენტესტერებს, ქსელური ტექნოლოგიების მოყვარულებს და ყველას ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება ქსელების მიმართულებით.

კურსის საფასური: 250 ლარი 

საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

 

რეგისტრაცია

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

1. Intro
What are networks, what are network devices, history
Introduction to network security creating our virtual lab
2. IPv4/MAC
What is it, why do we need it, what is the difference, local/global addresses
3. OSI/ARP
How hosts find each other on the network
ARP poisoning MitM attack, how to prevent it
4. Switches, network topologies, VLAN, VTP
How switches work, CAM table, CAM table overflow
MitM attack, how to prevent it
5. DHCP
How IPv4 can be assigned to hosts
Rogue DHCP server MitM attack, how to prevent it
6. DNS
How does DNS hierarchy work, how address resolution happens
DNS spoofing MitM attack, how to prevent it
7. Routing
What is routing, why do we need it
Routing table poisoning, how to prevent it
8. NAT
How NAT works, why do we need it
9. FireWall
How does it work, why do we need it
Firewall pentesting, mitigation
10. Troubleshooting
OSI model methodology

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი ქსელებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 .

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association