Manual + Automated QA Testing

შეხვედრების რაოდენობა: 20 შეხვედრა (40 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

სასწავლო კურსის ანოტაცია:

Software Testing არის პროგრამირების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტებისთვის შექმნილი განხრა, რომლის მიზანია ახლადშექმნილ პროგრამაში კრიტიკული ხარვეზების პოვნა, მათი ანალიზი და შესაბამისი პირებისთვის შეტყობინება. ყველა ახალი ციფრული პროდუქტი აუცილებლად გადის ე.წ. მანუალურ (ხელით), შემდგომ ავტომატიზირებულ ტესტირებას. კურსის განმავლობაში, მსმენელები მიიღებენ ხარისხის უზრუნველყოფის ტესტირებისათვის აუცილებელ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. განვიხილავთ ავტომატიზაციის საფუძვლებს სელენიუმის გამოყენებით რეალური მაგალითების დამუშავებით.
კურსის ფარგლებში შევისწავლით პითონის საფუძვლებს, მიმოვიხილავთ ფაილების დამუშავებას და შევეხებით ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას.

ვისწავლით ვებ ელემენტებთან მუშაობის პრინციპებს და სელენიუმის მეშვეობით ავტომატიზაციის სკრიპტების წერას. კურსის ლექტორი მსმენელებთან ერთად განიხილავს ყოველდღიურ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის თანამედროვე მიდგომებს, ტექნიკებს.

ჩატარების ტიპი: online

კურსის საფასური:  450 ლარი 

სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 400 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1 

  • Introduction in Manual Software Testing
  • Errors, Defects, Failures
  • Root Causes and Effects
  • Seven Testing Principles

შეხვედრა 2

  • SDLC
  • Waterfall Model
  • Spiral Model
  • V-Model
  • Test Levels
  • Component Testing
  • Integration Testing
  • System Testing
  • Acceptance Testing

შეხვედრა 3 

  • Static Testing & Dynamic Testing verification & Validation
  • White Box & Black Box Testing Methods
  • Functional and Non-Functional Testing
  • Change-Related Testing

შეხვედრა 4 

  • Review, Walkthrough & Inspection
  • QA & QC & QE
  • System Testing Types
  • GUI Testing
  • Usability Testing
  • Maintenance Testing

შეხვედრა 5 

  • Regression testing
  • Re-Testing
  • Smoke & Sanity Testing
  • Exploratory Testing
  • Adhoc Testing
  • Monkey Testing
  • Positive & Negative Testing
  • E2E Testing
  • Localisation & Globalisation/Internationalisation (I18N) Testing

შეხვედრა 6 

  • Test Design Techniques
  • STLC (Software Testing Life Cycle)
  • Contents in Test Plan
  • Use case Vs Test scenario Vs Test case
Contents in Test Case
  • Test Organization

შეხვედრა 7 

  • SQL – Microsoft SQL Server

შეხვედრა 8 

  • Postman – API Platform

შეხვედრა 9 

  • QA/Tester Responsibilities
  • Agile Methodologies

შეხვედრა 10 

  • Jira Tool Agile Project management

შეხვედრა 11

  • Basic in python programing
  • Condition handling
  • Control execution using cognition handling
    • If 
    • If and else
    • Else if 
    • Nested conditions
    • Logical OR and Logical AND

შეხვედრა 12:

Basics in python programing

  •  For loop
  • While loop
  • Break
  • Continue
  • String handling
  • List
  • Tuples
  • dictionary

შეხვედრა 13:

  • Functions in detail
  • Class in python
    • Class
    • constructor
    • Class method
    • Objects
  • modules

შეხვედრა 14:

  • File handling
    • Txt 
    • Csv
  • Exception handling
  • Config files
  • Object oriented programming concept
    • And practical implementation
  • Read and write Excel data
  • OpenPyXl package  

შეხვედრა 15:

  • Element locators
    • What is element locator
    • Search element by ID 
    • Search element by name
    • Search element by link text
    • Search element by classname
  • CSS Locators
  • Xpath 

შეხვედრა 16:

  • selenium library on python
    • Open browser 
    • Enter URL
    • Maximize window
    • Work on textbox
    • Radio buttons
    • Dropdown lists
    • CrossBrowser testing
    • Keyboard and mouse operations
    • ActionChains class
    • Fetch data at runtime from application

შეხვედრა 17:

  • Pytest (used to execute test cases)
  • Waits in webdriver
  • Page load timeout 
    • Implicit wait
    • Explicit wait
  • Advance selenium concepts
    • Logs 
    • Snapshots
    • Multi window handling

შეხვედრა 18:

  • Project structure 
  • Folder hierarchy
  • Framework design

შეხვედრა 19:

  • Code management using github
  • Batch file and share code on github
  • TDD & BDD introduction
  • start creating BDD framework using selenium webdirever and python

შეხვედრა 20:

  • Setup jenkins on windows machine 
  • Configure and execution by jenkins 

TEST

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •   არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

დიახ, შესაფერისია. კურსის წარმატებით ასათვისებლად დამატებითი ცოდნა არ არის საჭირო.

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  •  ვსწავლობდი QA ტესტირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ჩატარდება დისტანციურად: ლაივ რეჟიმში გაკვეთილები ჩატარდება ლექტორის თანხლებით. ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დაუსვათ შეკითხვა უშუალოდ ლექტორს.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association