PHP with Laravel

შეხვედრების რაოდენობა: 10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:

ნიკა პალაგაშვილი — Middle Web Developer ციფრულ მარკეტინგულ კომპანია MagencyLab-ში.

სასწავლო კურსის ანოტაცია:

Laravel მძლავრი და პოპულარი PHP – ზე დაფუძვნებული ვებ აპლიკაციის ფრეიმვორკია, რომელიც გამორჩეულია ელეგანტური სინტაქსით, მძლავრი ფუნქციონალით და დეველოპერებისათვის მოსახერხებელი ფუნქციონალით. კურსის განმავლობაში მსმენელები შეიძენენ არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ გაეცნობიან ფილოსოფიას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს სუფთა, მარტივად წაკითხვად და უსაფრთხო კოდის წერას. სწორედ ამ თვისებების გამო უკავია Laravel – ს გამორჩეული ადგილი თანამედროვე ვებ დეველოპმენტის სფეროში.

სასწავლო კურსის მიზანი:

სასწავლო კურსის მიზანია მსემენებმა მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა Laravel – ის ფუნქციონალის გამოყენების შესახებ. კურსის დასასრულს სტუდენტებს ექნებათ გააზრებული Laravel – ის ძირითადი მახასიათებლები და შეძლებენ Laravel – ის უპირატესობების მათ პროექტებზე მორგებას. კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ კურსისათვის სპეციალურად შედგენილ პროექტზე, სადაც მოუწევთ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, სტატიკური ვებ გვერდის დინამიურ აპლიკაციად გარდაქმნა და თანამედროვე ვებ დეველოპმენტის სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავება.

კურსზე ჩარიცხვის წინაპირობები:

  • კურსზე დასასწრებად რეკომენდირებულია HTML/CSS/PHP საბაზისო დონეზე ცოდნა

ჩატარების ტიპი: offline/online

კურსის საფასური:

  • წინასწარი რეგისტრაციის ფასი: 200 ლარი (-ის ჩათვლით)

წინასწარი რეგისტრაციის საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

  • სტანდარტული ფასი: 250 ლარი (-ის მერე)

სტანდარტული საფასური SCSA წევრებისთვის: 200 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

რეგისტრაცია

 

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა

შეხვედრა 1:

შესავალი, PHP – ის პრერეკვიზიტების განხილვა

შეხვედრა 2:

ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება

შეხვედრა 3:

MVC სტრუქტურის ახსნა, Laravel – ის დაინსტალირება, პროექტის მიმოხილვა და შექმნა

შეხვედრა 4:

Laravel – ის ფუნდამენტალების გავლა, routing, views, controllers

შეხვედრა 5:

Blade, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა

შეხვედრა 6:

პროექტის დიზაინის ინტეგრაცია

შეხვედრა 7:

ძებნა და ფილტრაცია

შეხვედრა 8:

ფორმების ვალიდაცია და ავთენტიფიკაცია

შეხვედრა 9:

დამატებით API – ებთან მუშაობა

შეხვედრა 10:

ადმინისტრატორის პანელზე მუშაობა

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

  •  არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

კურსის წარმატებულად ასათვისებლად რეკომენდირებულია HTML/CSS/PHP- ის საბაზისო დონეზე ცოდნა

  • არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

კურსი საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, მაგრამ ვურჩევდით, ჯერ კურსის პროგრამას გაეცნონ.

  • ვსწავლობდი პროგრამირებას, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

  • რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

  • როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

  • შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

  • როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (9ბ ნიკოლოზ ყიფშიძე, თბილისი, საქართველო). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

  • როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

  • კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

  • იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

  • გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

დიახ, ჩანაწერი კეთდება და ხელმისაწვდომია მსმენელებისათვის კურსის განმავლობაში. თუმცა, დასწრება მნიშვნელოვანია კურსის წარმატებით გასავლელად.

  • კურსის დასრულების შემდგომ მივიღებ თუ არა სერთიფიკატს?

კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს. სერთიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია ფინალური გამოცდის ან/და პროექტის შესრულება. შესასრულებელი სამუშაოს საბოლოო ვადა განისაზღვრება ლექტორის მიერ.

  • გასცემთ თუ არა კურსის დასრულების შემდგომ დასაქმების გარანტიას?

ჩვენ კურსდამთავრებულებს მაქსიმალურად ვეხმარებით დასაქმების პროცესში. კურსის წარმატებით გავლის შემდგომ, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში გაწვდით ინფორმაციას, ასევე გაგიწევთ რეკომენდაციას. თუმცა, არსებული გარემოს გათვალისწინებით ვერ მოგცემთ ჩვენი მხრიდან თქვენი დასაქმების აბსოლუტურ გარანტიას.

  • ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355.

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association