ვებ საიტების ეთიკური ჰაკინგი

შეხვედრების რაოდენობა10 შეხვედრა (20 გაკვეთილი)

შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი

მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა: 15 მსმენელი

სასწავლო კურსის ლექტორი:
სერგო სიმონოვი – სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ქსელების და ქსელური უსაფრთხოების კურსების ტრენერი; შეღწევადობის ტესტერი; DEVOPS ინჟინერი და IT მენეჯერი (Omedia).

სასწავლო კურსის ანოტაცია:
კურსის ფარგლებში მსმენელი ისწავლის ვებ შეღწევადობის ტესტირების აქტუალურ მიმართულებებს და მეთოდებს. კურსის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები როგორიცაა მუშაობა Kali Linux-ის სერვისებთან, SQL და კოდის ინიექციები, LFI და RFI (local and remote file inclusion), Cross Site Request Forgery, Server Side Request Forgery, remote code execution, local code execution, პროქსები, მანიპულაციები შელთან (shell), XSS -ის რამდენიმე სახეობა, მათ შორის stored და reflected cross-site scripting, XML External Entity attack (XXE); shell tar-ის გამოყენებით, Pickle ბიბლიოთეკა.

სწავლება მიმდინარეობს სპეციალიზირებულ პლატფორმაზე CyberEdu, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული განვლილი თემისთვის შესაბამისი პრაქტიკის განხორციელებას სპეციალურად მომზადებულ მანქანებზე.

სასწავლო კურსის მიზანი:
სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს ასწავლოს ვებ სისტემების შეღწევადობის შემოწმებისთვის საჭირო მეთოდები. ამასთან ერთად კურსის მიზანია მსმენელს ასწავლოს მოწყვლადი სისტემების უსაფრთხოების დონის შემოწმება, გაანალიზება და გაზრდა. კურსის მთავარი ამოცანაა მსენელს ასწავლოს ვებ სისტემებში არსებული კიბერუსაფრთხოების პრობლემების პოვნა და შეღწევადობის შემოწმების მეთოდით შესაბამისი ზომების მიღება. 

კურსის და მთელი სასწავლო პროცესის იდეოლოგია ეფუძნება სისტემებში კიბერუსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას.

სურვილისამებს კურსის მონაწილეებს შეეძლებათ გავიდნენ უფასო გამოცდაზე და მიიღონ CyberEdu-ს ოფიციალური სერტიფიკატი.

ჩატარების ტიპი: offline/online

კურსის საფასური: 200 ლარი

საფასური SCSA წევრებისთვის: 150 ლარი – გაიგეთ მეტი წევრობის შესახებ

პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე:

    1. არის თუ არა კურსი შესაფერისი დამწყებთათვის?

არა, საჭიროა გქონდეთ საბაზისო ცოდნა პრაქტიკული უსაფრთხოების შესახებ.

    2. არის თუ არა კურსი შესაფერისი პროფესიონალებისთვის/დამწყები სპეციალისტებისთვის? 

დიახ, შესაფერისია. კურსი სპეციალურადაა შექმნილი იმ სტუდენტების ცოდნის გასაღრმავებლად, რომლებსაც უკვე აქვთ პროგრამირების საბაზისო ცოდნა.

    3. ვსწავლობდი ვებ საიტების ეთიკური ჰაკინგის, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ცოდნაში. იქნება თუ არა ეს კურსი ჩემთვის სასარგებლო?

გირჩევთ გადაამოწმოთ პროგრამა – თუ თემების უმეტესობა თქვენთვის ნაცნობია, მაშინ საკმარისად კარგად აითვისებთ მასალებს, თუ არა – გირჩევთ, გაიაროთ კურსი ჩვენთან. ასევე, ჩვენს მასწავლებლებს ყოველთვის შეუძლიათ გაგიწიონ სატელეფონო კონსულტაცია და დაგეხმარონ თქვენთვის საუკეთესო, თქვენზე მორგებული ტრენინგის შერჩევაში.

    4. რა მოხდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ?

დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში. სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. გადახდის შემდეგ თქვენ დაემატებით მონაწილეთა სიას. ამის შემდეგ უნდა დაელოდოთ კურსის დაწყების თარიღს და შეუერთდეთ თქვენს ჯგუფს.

    5. როგორ უნდა გადავიხადო კურსის საფასური?

რეგისტრაციის შემდეგ,  სამუშაო დღის განმავლობაში  მიიღებთ წერილს ელ. ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც გამოგეგზავნებათ რეკვიზიტები. ასევე, მენეჯერს შეუძლია დაგიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე/მეილზე დეტალების დასაზუსტებლად.

    6. შემიძლია თუ არა კურსის საფასურის გადახდა ინვოისით?

რა თქმა უნდა! ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რომლებიც აგზავნიან თავიანთ თანამშრომლებს ჩვენთან სასწავლებლად. თქვენ უბრალოდ უნდა აცნობოთ ჩვენს ფინანსურ მენეჯერს, რომ გსურთ ინვოისის მიღება.

    7. როგორია კურსის ფორმატი?

კურსი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ონლაინ ან გაიაროთ კურსი ჯგუფთან ჩვენს ოფისში (თბილისი, ცაგარელის ქ., 34-36). სარეგისტრაციო ფორმაში წინასწარ უნდა მიუთითოთ რა ფორმატით აპირებთ კურსის გავლას.

    8. როდის იწყება ლექციები? / როდის მექნება წვდომა კურსის ჯგუფზე?

თუ თქვენ ჩაერთვებით ონლაინ, ტრენინგის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩვენი მენეჯერი ელ.ფოსტაზე გამოგიგზავნით ტრენინგზე დასასწრებ/შემოსასვლელ ბმულს.   

    9. კურსის განმავლობაში დამჭირდება თუ არა ლეპტოპი/კომპიუტერი და როგორ?

თუ აუდიტორიაში ესწრებით ლექციას მაშინ კურსისთვის საჭირო კომპიუტერი/ლეპტოპი დაგხვდებათ საკლასო ოთახში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუდიტორიაშიც წამოიღოთ თქვენი პირადი ლეპტოპი.

თუ თქვენ აირჩევთ ტრენინგის ონლაინ სწავლების მეთოდს, მაშინ დაგჭირდებათ სტანდარტული ლეპტოპი/კომპიუტერი.

    10. იქნება თუ არა კურსზე საშინაო დავალება?

დიახ, კურსის წარმატებით გავლა დამოკიდებულია საშინაო დავალების შესრულებაზე. ჩვენი პედაგოგები გირჩევენ შეასრულოთ ყველა საშინაო დავალება.

    11. გაკეთდება თუ არა გაკვეთილების ჩანაწერი?

არა, ჩვენ არ ვაკეთებთ ლექციის ჩანაწერებს – ეს უარყოფითად აისახება სტუდენტის მოსწრებაზე და კურსის დასრულების ხარისხზე. რა თქმა უნდა, რთულ თემატიკაზე ლექტორს შეუძლია გააკეთოს მოკლე ჩანაწერი, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის სახით. მეორეს მხრივ, ჩვენი ლექტორები ყოველთვის მზად არიან დაგეხმაროთ და ახსნან გავლილი მასალა.

    12. ვის მივმართოთ თუ რაღაც არ იხსნება, არ იტვირთება ან არ მუშაობს?

ყოველთვის შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენს ლექტორს. ასევე, ნებისმიერი საორგანიზაციო კითხვისთვის დაგვიკავშირდით (+995) 571 381 166 / (+995) 595 511 355 / (+995) 591 050 989.

სხვა კურსები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association