კომპანიებმა აქამდე არ წარმოადგინეს რუსეთიდან მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია
პარასკევს, 31 იანვარს “Роскомнадзор” – მა აღძრა ადმინისტრაციული საქმე პოპულარული სოც. ქსელების Facebook და Twitter-ის წინააღმდეგ. პერსონალური მონაცემების კანონის თანახმად, სოციალურმა ქსელებმა რუსეთის მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სერვერების მეშვეობით ამ სოც. ქსელებით სარგებლობენ.
მონაცემების არგაცემის საფუძველზე საკომუნიკაციო, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების სფეროებში ზედამხედველობის ფედერალური მომსახურების სააგენტომ პოპულარული სოციალური ქსელების წინააღმდეგ აღძრა ადმინისტრაციული საქმე. გამომდინარე აქედან, სერვისებს შესაძლოა დაეკისროს ფინანსური ვალდებულება 1 დან 6 მილიონამდე რუსული რუბლის ოდენობით (1 000 000 რუბლი დაახლოებით 45 000 ლარია).