თარიღი
/   ავტორიSCSA

როგორ გავიგოთ ვინ არის დაკავშირებული ჩვენს Wi-Fi -თან

 რუბრიკა:  სმარტფონები

აპლიკაცია Fing-ის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ქსელში არსებული აქტივობა და ასევე მოახდინოთ ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობების მონიტორინგი.

დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს Wi-Fi ქსელთან დაკავშირებულია მხოლოდ თქვენი მოწყობილობები ? შესაძლებელია გყავდეთ მეზობლები, რომლებმაც გამოიცნეს თქვენი ინტერნეტის პაროლი და ამჟამად იყენებენ თქვენს არხს. ამასთან ერთად, თუკი ბოროტმოქმედს გააჩნია წვდომა ჩვენს ქსელზე, ამ უკანასკნელს შეუძლია მიიღოს კონტროლი ზოგიერთ მოწყობილობაზე მაგალითად ჭკვიან ტელევიზორზე ან რაც უარესი – სრულ ტრაფიკზე.

აპლიკაცია Fing-ის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ თქვენს ქსელში არსებული აქტივობა და ასევე მოახდინოთ ქსელთან დაკავშირებული მოწყობილობების მონიტორინგი. Fing-ის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი იმ ქსელის დასკანირება, რომელშიც იმყოფებით. ქსელში არსებული მოწყობილობების IP მისამართებთან ერთად პროგრამა ასევე აჩვენებს ინფორმაციას მოდელების და MAC მისამართების შესახებ.

Fing-ს ასევე შეუძლია გვაცნობოს ჩვენს ქსელზე ახლად შეერთებულ მოწყობილობებზე, რაც დაგვეხმარება მაგალითად დამალული ქსელური მოწყობილობების აღმოჩენაში. აპლიკაცია არის უფასო და გამოდის Android და iOS მოწყობილობებისთვის.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association