Spotify – ს გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებების ალგორითმი. სისტემა ძალიან კარგად აფასებს მომხმარებლის გემოვნებას და ურჩევს ახალ არტისტებს / მუსიკას მისივე გემოვნებიდან გამომდინარე.
Spotify – შვედური აუდიო სტრიმინგის კომპანია, რომელიც მოქმედებს 2008 წლიდან და თავისი იდეით არის ერთ-ერთი პირველი პლატფორმა რომელმაც დაიწყო მუსიკის და მუსიკოსების პოპულარიზაციის სტრიმინგის მოდელით. სერვისის სქემა ეფუძნება “გამოწერის” (subscription) მოდელს, რომლის თანახმადაც Spotify – ს მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის თანხას მუსიკის უსაზღვრო მოსმენაში / გადმოწერაში რამდენიმე მოწყობილობაზე ერთდროულად.
გარდა ამისა Spotify – ს გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებების ალგორითმი. სისტემა ძალიან კარგად აფასებს მომხმარებლის გემოვნებას და ურჩევს ახალ არტისტებს / მუსიკას მისივე გემოვნებიდან გამომდინარე.
რამდენიმე დღის წინ Spotify – ის ოფიციალურ Twitter პროფილზე გამოქვეყნდა ჩანაწერი სერვისის მოქმედების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ!
We launch in 80+ new markets over the next few days. See you soon Bangladesh, Pakistan and Nigeria ? #SpotifyStreamOn pic.twitter.com/Wqv3IFdicz
— Spotify (@Spotify) February 22, 2021
80+ ახალი ქვეყნის შორის საქართველოც აღმოჩნდა! და დღეისთვის უკვე აბსოლუტურად ლეგალურად და ოფიციალურად შესაძლებელია Spotify სერვისით სარგებლობა! რაც შეეხება პრემიუმის ფასების ჩამოყალიბებას – სხვადასხვა ქვეყნებისთვის ტარიფები განსხვავებულია.
EDM – ის რესურსის მიერ 2020 წლის ზაფხულში ჩატარებულ კვლევაზე დაყრნდნობით მოხდა ფასების განაწილების რეიტინგი. ამასთან ერთად, Spotify – ს გააჩნია რამდენიმე განსხვავებული ტარიფი, მაგრამ ტარიფები და პაკეტები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ოფიციალური ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ რესურსის გვერდზე: https://www.spotify.com/us/premium/#plans
Edm.com – ის მიერ ჩატარებული კვლევა Spotify-ს განსხვავებული ფასების შესახებ:
საქართველოსთვის ამ ეტაპისთვის არსებობს ერთი ინდივიდუალური ტარიფი, რომლის ფასი თვეში შეადგენს $4.99. პრემიუმის გააქტიურებისთანავე, მომხმარებლებს ეძლევათ 1 თვიანი საცდელი პერიოდი და თუკი ამ დროში მიხვდებით, რომ Spotify თქვენი სერვისი არ არის – შესაძლებელია ტარიფის გაუქმება.
Spotify სერვისი ხელმისაწვდომია მრავალ პლატფორმაზე და მოწყობილობაზე. მეტი დეტალი Spotify-ს გადმოწერის შესახებ იხილეთ ოფიციალურ გვერდზე: https://www.spotify.com/us/download/other/