სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზეი იყო დატაცენტრებს შორის მონაცემების გამანაწილებელი როუტერების არასწორი კონფიგურაცია
გუშინ, თბილისის დროით 19:30 – დან დაფიქსირდა Facebook, WhatsApp და Instagram სერვისების მუშაობის გლობალურ შეფერხება. ოფიციალურ ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს Downdetector. 1 საათის განმავლობაში რეგიონის 35 000 – ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა სერვერის შეფერხების შესახებ.
სერვისების მუშაობის შეფერხება იყო გლობალური და ვრცელდებოდა აშშ-ზე, დიდ ბრიტანეტზე და ევროპის ქვეყნებზეც. Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სერვისების მუშაობის შეფერხების მიზეზეი იყო დატაცენტრებს შორის მონაცემების გამანაწილებელი როუტერების არასწორი კონფიგურაცია, რამაც გამოიწვია რამდენიმე საათიანი ხარვეზი.