თარიღი
/   ავტორიdavit-user

წარმატებული სტუდენტების ნიუსი

 რუბრიკა:  წარმატების ისტორია

1 – კომპანიის დასახელება და თქვენი ახლანდელი პოზიცია?
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი – პროგრამული უზრუნველყოფის და ინფორმაციული ქსელების დეპარტამენტი
2 – რას გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის როლი ?
Firewall-ებთან მუშაობა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესება ; ქსელური აპარატურის გამართვა და დიაგნოსტიკა; პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური გამართვა;
3 – როგორ გაიგეთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ ?
სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების შესახებ პირველად კავკასიის უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გავიგე.
4 – რატომ გადაწყვიტეთ მიგეღოთ მონაწილეობა კიბერ სპეციალიზაციაში ?
არჩევანი შევაჩერე კიბერ სპეციალიზაციაზე, ვინაიდან ინტენსიური კურსის ფარგლებში დარგის საუკეთესო სპეციალისტები გამიზიარებდნენ გამოცდილებასა და საფუძვლიანად შემასწავლიდნენ ყველა იმ საგანს, რომელიც აუცილებელია ამ მიმართულების დაუფლებისათვის.
5 – რა როლი ითამაშა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის სპეციალიზაციამ თქვენს კარიერაზე ?
სპეციალიზაციის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ამოსავალი წერტილი აღმოჩნდა ჩემს კარიერულ წინსვლაში. აქ გამომუშავებულმა უნარებმა მეტი განვითარებისა და დაგროვებული ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მომცა.
6 – კიბერუსაფრთხოების რა მიმართულებას გამოყოფდით როგორც თქვენთვის უფრო საინტერესოს?
კიბერუსაფრთხოების თითოეული მიმართულება მნიშვნელოვანთან ერთად საინტერესოა, მათ შორის განსაკუთრებით cyber threat intelligence & penetration testing.
7 – როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ მიმართულებით ახლო მომავალში?
ვფიქრობ, ეს ის სფეროა, სადაც განვითარება და ახალი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება უწყვეტი საჭიროებაა, ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association