თარიღი
/   ავტორიdavit-user

გიორგი პაპავა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

1 – კომპანიის დასახელება და თქვენი ახლანდელი პოზიცია?
Hucke Media Georgia – Python Developer
2 – რას გულისხმობს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის როლი?
ERP და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
3 – როგორ გაიგეთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის შესახებ ?
ახლობლის რეკომენდაციით
4 – რატომ აირჩიეთ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამა?
ახლობლის რეკომენდაციის შემდეგ გადავხედე ასოციაციის შემოთავაზებული კურსის სილაბუს და კურსდამთავრებულების უკუკავშირს. რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩემი არჩევანი.
5 – რა როლი ითამაშა სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის კურსებმა თქვენს კარიერაზე ?
სამეცნიერი კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის კურსებზე და საკვირაო სკოლაში შევიძინე ძირ-ფესვიანი თეორიული განათლება და ძალზე გამოსადეგარი
პრაქტიკა. პროგრამირებაში მომცა საუკეთესო საწყისი ცოდნის ბაზა და ჩამომაყალიბა პროგრამისტად. თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული დავალებების კეთებამ გამიმარტივა სამუშაო პროცესში ჩართვა.
6 – კიბერუსაფრთხოების რა მიმართულებას გამოყოფდით როგორც თქვენთვის უფრო საინტერესოს?
კიბერუსაფრთხოების ყველა სფერო არის ძალზე საინტერესო, მაგრამ ჩემი აზრით ამ საკითხის კრიპტოგრაფიული მიმართულება არის ყველაზე მომხიბვლელი.
ჩემთვის მისი გამორჩეულობა მის სირთულეშია. რაც მიღრმავებს სურვილს, კიდე უფრო მეტი ვისწავლო და განვითარდე ამ მიმართულებაში.
7 – როგორ ხედავთ თქვენს თავს ამ მიმართულებით ახლო მომავალში?
ვაგრძელებ თავდაუზოგავ შრომასა და სწავლას, ამასთან ერთად შევეცდები open source პროექტები შევქმნა და მიმდინარე პროექტებში შევიტანო წვლილი github-
ზე.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association