თარიღი
/   ავტორიSCSA

Apple, Google და Amazon “ჭკვიანი” სახლის ღია სტანდარტებზე მუშაობენ

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

პროექტის მიზანია მწარმოებლებისთვის შესაბამისი პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მორგების გამარტივება. 

ტექნო სამყაროს უმსხვილესი წარმომადგენლები Apple, Google და Amazon არაკომერციულ ორგანიზაცია Zigbee Alliance – თან ერთად აცხადებენ ჭკვიან სახლის ახალი ღია სტანდარტის შემუშავების ჯგუფის შექმნის შესახებ. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნებულია კომპანიების ოფიციალურ საიტებზე.

პროექტი Connected Home over IP ითვალისწინებს ჭკვიანი მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირების უფრო ხელმისაწვდომ ღია სტანდარტის შემუშავებას. სტანდარტი ასევე მოიცავს მოწყობილობების კომუნიკაციას მობილურ აპლიკაციებთან, cloud სერვერებთან და ხმოვან ასისტენტებთან, როგორიცაა  Siri, Alexa და Google Assisstant. 

პროექტის მიზანია მწარმოებლებისთვის შესაბამისი პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მორგების გამარტივება. პროექტი იქნება “ჭკვიანი” სახლის ტექნოლოგიების გაერთიანება. პირველი პროტოტიპი მოსალოდნელია უკვე “2020 წლის ბოლოსკენ”. ჩანაფიქრისამებრ, ახალი პროტოკოლი მასიურად იმუშავებს ისეთ ტექნოლოგიებთან ერთად, როგორიცაა Wi-Fi და Bluetooth. კონკრეტულად კი, როგორც გაირკვა, მოსალოდნელია სისტემების რეალიზაცია Wi-Fi, Bluetooth Low Energy ან Thread – ზე. 

 

 ტეგები:  amazon ,  Apple ,  Google ,  IoT ,  ჭკვიანი სახლი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association