თარიღი
/   ავტორიSCSA

Apple-მა გახსნა bug bounty – ის ახალი პროგრამა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ორგანიზაციამ გაზარდა მაქსიმალური ჯილდო $ 200 000 – დან $ 1 500 000 – მდე. 

როგორც ადრეც იყო გამოცხადებული, კომპანია Apple-მა ოფიციალურად გახსნა აღმოჩენილი სისუსტეებისთვის დაჯილდოების პროგრამა ნებისმიერი უსაფრთხოების მკვლევარისთვის. 

ამ დრომდე, განხილვისთვის მიიღებოდა შეტყობინებები მხოლოდ შერჩეული წყაროებიდან და რჩევები ვრცელდებოდა მხოლოდ მობილურ პლატფორმებზე iOS. ამიერიდან პროგრამა იქნება გაფართოებული და მოიცავს iPadOS, macOS, tvOS, watchOS და iCloud-ს. აგრეთვე, ორგანიზაციამ გაზარდა მაქსიმალური ჯილდო $ 200 000 – დან $ 1 500 000 – მდე. 

გარდა ამისა, კომპანია აცხადებს, რომ ბეტა ტესტირების ეტაპზე მყოფ პროდუქტებში აღმოჩენილი უსაფრთხოების შეცდომების პოვნაში, მკვლევარები მიიღებენ 50% ბონუსს. ჯილდოს მისაღებად, აუცილებელია მკვლევარის მიერ იყოს წარდგენილი შეცდომის/სისუსტის დეტალური აღწერილობა და მისი ექსპლუატირების დემონსტრირება. 

სრული ინფორმაცია მონაცემების წარდგენის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Apple-ის ოფიციალურ საიტზე

 

 ტეგები:  Apple ,  bug bounty ,  ბაგები ,  შეცდომები

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association