თარიღი
/   ავტორიdavit-user

„ბრძოლა პითონსა და კიბერ უსაფრთხოებაში“.

 რუბრიკა:  წარმატების ისტორია
10 დეკემბერს ჩატარდა ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტის, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციისა და კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus Universityს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი: „ბრძოლა პითონსა და კიბერ უსაფრთხოებაში“.
შეჯიბრში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 35 ჯგუფი. რომელიც დაკომპლექტებული იყო სკოლის დამამთავრებელი კლასისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისგან. მონაწილე გუნდებმა პრეზენტაცია გააკეთეს მათ მიერ მომზადებული პითონისა და კიბერ უსაფრთხოების პროექტების შესახებ. რომლებიც ფასდებოდა შემდეგი კრიტერიუმებით:
 შემოთავაზებული იდეის სიახლე, დროსთან რელევანტურობა და პერსპექტივა;
 რეალურ სამყაროსთან შესაბამისობა;
 პროექტის საერთო, განხორციელების ხარისხი;
 პრეზენტაციის ხარისხი, რომელიც ითვალისწინებს იდეის დეტალურ წარმოდგენას, არჩევანის დასაბუთებას მის რეალურ სამყაროში შესაბამისობასთან, სისტემის არქიტექტურის მკაფიო და ლაკონურ წარმოდგენას და მის განხორციელებულ პროტოტიპს.
   წარმოდგენილ პროექტებს აფასებდა ბრაზოვის ტრანსილვანიის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.
  კონკურსში, როგორც პითონის ასევე კიბერ უსაფრთხოების კატეგორიაში გამოვლინდა პირველი მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულები:
______________________________________
  კონკურსის შედეგები:
 უნივერსიტეტის კატეგორია, პითონისა და კიბერ უსაფრთხოების მოდული:
 პირველი ადგილი: გუნდი: CU Gang – კავკასიის უნივერსიტეტი; პროექტი: „Solaa (Browser exploitation patcher)“
 მეორე ადგილი: გუნდი Genesis – კავკასიის უნივერსიტეტი; პროექტი: „Social media tool scraper(„Genesian“)“
 მეორე ადგილი: გუნდი Zuka and Gio – კავკასიის უნივერსიტეტი; პროექტი „The model of post-quantum signature using Verkle Tree“
 მესამე ადგილი: გუნდი Fork; Inha University in Tashkent; პროექტი: „Brute Force Attack“
______________________________________
 სკოლების კატეგორია: მოდული კიბერ უსაფრთხოება:
 პირველი ადგილი: გუნდი: The Unseen; სკოლა Aia-gess; პროექტი: „Public Ip security tester (Hades)“
 მეორე ადგილი: გუნდი Win-R; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (საკვირაო სკოლა); პროექტი: „Phishing detector“
 მესამე ადგილი: გუნდი Scitala; ი.ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა პროექტი: „Cybersecurity“
______________________________________
 სკოლების კატეგორია: მოდული Python :
 პირველი ადგილი: გუნდი CyberGuys; ი.ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა; პროექტი: „Fuel Prices“
 მეორე ადგილი: გუნდი Vektor; ნიუტონის თავისუფალი სკოლა; პროექტი: „Instagram PR Program and Data Scraping“
 მესამე ადგილი: გუნდი Nyasters; სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (საკვირაო სკოლა); პროექტი: „Space Battle“
 მესამე ადგილი: გუნდი The Black Mambas; ბრიტანულ-ქართული აკადემია; პროექტი: „Plant growth tracking and harvest predictions“

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association