თარიღი
/   ავტორიdavit-user

CVE მონიტორინგის უფასო ხელსაწყო

 რუბრიკა:  სისუსტეები

Bit Sentinel, კიბერუსაფრთხოების წამყვანი კომპანია, რომელიც დაფუძნებულია რუმინეთში – ევროკავშირში, მან შეიმუშავა და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს CVE Monitor – “ადრეული გაფრთხილების უფასო სერვისი ორგანიზაციებისთვის”, რომელიც აცნობებს მათ კიბერუსაფრთხოების მომავალ საფრთხეებსა და ტენდენციებს. სერვისის მიზანია  ყველა ახალი დაუცველობების გამოვლენა, რომლებიც ყოველდღიურად ჩნდებიან და შესაძლოა ქსელებში იყვნენ კომუფლირებულნი.

რა არის CVE?

დაუცველობების ეროვნული მონაცემთა ბაზის (NVD) მიხედვით, რომელიც გახლავთ აშშ-ს მთავრობის სტანდარტებზე დაფუძნებული დაუცველობის მართვის მონაცემების საცავი, Common Vulnerabilities and Exposures საერთო მოწყვლადობისა და გამოვლენის პროგრამა (CVE) მიზნად ისახავს:

  • მოწყვლადობის იდენტიფიცირებას,
  • კოდის ბაზების კონკრეტული ვერსიების (მაგ. პროგრამული უზრუნველყოფა და საერთო ბიბლიოთეკების) დაკავშირებას ამ დაუცველობასთან და გარდა ამისა
  • CVE-ების იდენტიფიკატორების გამოყენება უზრუნველყოფს, მას რომ ორ ან მეტ მხარეს შეუძლია მიმართოს CVE იდენტიფიკატორს (ID) უნიკალური დაუცველობის შესახებ ინფორმაციის განხილვისას ან გაზიარებისას.

რა არის CVE მონიტორინგის სერვისი?

CVE Monitor არის უფასო სერვისი, რომლის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ინდუსტრიაში მოქმედ, ნებისმიერ – მცირე, საშუალო თუ დიდ ორგანიზაციას.

როგორ? გამოწერის ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენ მიიღებთ დროულ შეტყობინებებს ტენდენციური მოწყვლადობის შესახებ, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ თქვენს ბიზნესზე და ღირებულ მონაცემებზე, შეტყობინებები იგზავნება საფრთხეების სერიოზულობის მიხედვით, ინდუსტრიული მარკერების საფუძელზე.

რატომ უნდა გამოიყენოთ CVE მონიტორინგისერვისი თქვენი ორგანიზაციისთვის?

  1. იყავით პირველი, ვინც გაიგებს, რა არის ტენდენციური და გამოიყენეთ ეს თქვენს სასარგებლოდ: გექნებათ მეტი დრო, რომ დაადგინოთ და გამოასწოროთ პოტენციური დაუცველობა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ქსელებსა და სისტემებზე, სანამ ისინი ზიანის მოყენებას შეძლებენ.
  2. დააკვირდით პროგნოზირებულ სიმძიმის ქულებს და გამოიყენეთ ეს ინფორმაცია თქვენი თავდაცვითი საშუალებების სრულყოფილად მოსაწესრიგებლად, უსაფრთხოების პატჩების გამოსაყენებლად ან დაზარალებული სერვისების მჭიდრო ზედამხედველობისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას საზოგადოების მიერ ოფიციალური რჩევის გამოქვეყნებამდე 4 კვირით ადრე.
  3. გააუმჯობესეთ თქვენი საფრთხის ანალიზის შესაძლებლობები: გააუმჯობესეთ თქვენი ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების სტრატეგიები.

CVE მონიტორინგის ონლაინ პლათფორმაზე გადასასვლელად გამოიყენეთ ბმული:

https://cve-monitor.com/

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association