თარიღი
/   ავტორიSCSA

ჩეხეთის საავადმყოფოზე განახორციელეს თავდასხმა გამომძალველი პროგრამით

 რუბრიკა:  თავდასხმები ,  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა

თანამშრომლები იძულებულები იყვნენ ემუშავათ შეზღუდულ რეჟიმში.

ბოროტმოქმედებმა შეუტიეს ბენეჩოვში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს კომპიუტერულ ქსელს. ჰაკერებმა დააინფიცირეს საავადმყოფოს ქსელი გამომძალველი პროგრამული უზრუნველყოფით, რომლის მეშვეობითაც დაიშიფრა სისტემური მონაცემები – აცხადებს ჩეხეთის ინფორმაციული სააგენტო.

საავადმყოფოს დირექტორის რომან მრვას განცადებით, თავდასხმა განხორციელდა ღამის დაახლოებით 2 საათზე. ქირურგიული განყოფილების აბსოლუტურად ყველა კომპიუტერი ჯერ საგრძნობლად შენელდა, ხოლო შემდეგ საერთოდ გამოეთიშა სისტემას. მავნე პროგრამამ შეაღწია სისტემის ფაერვოლში და თავი აარიდა ორ ანტივირუსულ პროგრამას, რის შედეგადაც შეყოვნდა დაახლოებით 300 ერთეული მოწყობილობის მუშაობა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ კრიტიკული მონაცემების გაჟონვა დაფიქსირებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება.

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association