თარიღი
/   ავტორიSCSA

Chrome 79 – ში დამატებულია რეალურ დროში ფიშინგისგან დაცვა

Chrome – ის ახალ ვერსიაში დამატებულია კომპრომიტირებული პაროლების შესახებ ჩაშენებული გაფრთხილებები.

კომპანია Google-მა გამოუშვა Google Chrome-ის 79-ე  ვერსია Windows, macOS, Linux, Android და iOS – ზე. ბრაუზერის ახალ ვერსიაში რეალიზებულია კომპრომიტირებული პაროლების შესახებ შეტყობინების ფუნქცია, რომელიც რეალურ დროში ფიშინგის საწინააღმდეგო მექანიზმს წარმოადგენს.

ამა წლის თებერვალში, Google-მა გამოუშვა სერვისი სახელად Password Checkup, რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს თუკი მათი მისი მონაცემები იყო დაკავშირებული რაიმე გაჟონვასა ან გატეხვასთან. აპლიკაცია ადარებს მომხმარებლის სახელებს და პაროლებს მონაცემთა ბაზას, რომელშიც ინახება 4 მილიარდზე მეტი კომპრომიტირებული მომხმარებლის მონაცემი.  

ამიერიდან ეს სერვისი იქნება ჩაშენებული Chrome ბრაუზერში. საიტზე ავტორიზაციის დროს, ბრაუზერი აგზავნის მომხმარებლის მონაცემების დაჰეშილ კოპიოს Google – ში, წინასწარი დაშიფრვით. თუკი მომხმარებლის სახელი ან პაროლი იყო კომპრომიტირებული, Chrome პაროლის შეცვლას შემოგვთავაზებს. ეს ფუნქცია შეიძლება გააქტიურდეს პარამეტრებიდან თვითონ ბრაუზერში, Google სერვისების სინქრონიზაციის განყოფილებაში.

ასევე, ბრაუზერში გამოჩნდა ფიშინგის საწინააღმდეგო რეალური დროს დაცვითი სისტემა. Google Safe Browsing სერვისი უზრუნველყოფს URL მისამართების სიას, რომელიც დაკავშირებულია მავნე ან ფიშინგის კონტენტთან. და ამ მონაცემებს აგზავნის ბრაუზერების მწარმოებელ სერვისებთან. ფუნქციის შესაბამისი შეტყობინება ჩნდება საიტზე, როცა მომხმარებელი ეწვევა საიტს, რომელიც მისამართების სიის მიხედვით შეიძლება იყოს მავნე.

Chrome ბრაუზერი ინახავს და ამოწმებს თითოეული საიტის URL მისამართს და გადმოწერილი ფაილების ჰეშებს. სია ნახლდება დაახლოებით ყოველ 30 წუთში.  

 ტეგები:  Google Chrome ,  პაროლი ,  ფიშინგი

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association