თარიღი
/   ავტორიSCSA

Cloudflare-მა HTTP/3 პროტოკოლი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადა

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

Cloudflare-მა, Google Chrome-მა და Mozilla Firefox-მა HTTP/3 განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანეს.

HTTP პროტოკოლის ახალი ვერსია HTTP/3 ახალი განვითარების დონეზე გადავიდა. ახალი ვერსიის პროტოკოლის მხარდაჭერა უკვე დაინერგა Cloudflare, Google Chrome და Mozilla Firefox-ში.

Cloudflare-ის განცხადებით, ამა წლის 26 სექტემბრიდან პროტოკოლის გააქტიურების ფუნქცია უკვე მოქმედებს და არის ხელმისაწვდომი სერვისში ყველა აქტიური დომენისთვის. ეს ნიშნავს, რომ Cloudflare-ზე არსებულ საიტებზე შესული მომხმარებელი (იმის გათვალისწინებით, რომ ამ დომენისთვის გააქტიურებულია HTTP/3 პროტოკოლი) დაკავშირებას ახალი პროტოკოლით მოახდენს ავტომატურად.

HTTP/3 პროტოკოლის მხარდაჭერა ასევე გააჩნია Chrome Canary – ს. მისი გაშვება შესაძლებელია Chrome-ში შემდგომი ბრძანებების მეშვეობით:

«–enable-quic –quic-version=h3-23»

ახალი პროტოკოლის მხარდაჭერის გლობალურ დანერგვას ასევე აპირებს Mozilla. ეს ფუნქცია იქნება დამატებულია Firefox Nightly-ს ახალ ვერსიაში, რომლის გამოსვლა იგეგმება ამა წლის შემოდგომაზე.

თავდა პირველად ახალი პროტოკოლის დანერგვა მოხდა ისეთ ვებ ბრაუზერებში, როგორიცაა Chrome 29 და Opera 16 და ასევე LiteSpeed სერვისებში. მაგრამ HTTP/3 – ის გლობალიზაციაში უდიდესი როლი ითამაშა Cloudflare-მა, რომელმაც ეს პროტოკოლი გახადა ხელმისაწვდომი ყველა თავისი მომხმარებლისთვის.

უფრო დეტალური ახსნა, თუ რა არის HTTP/3 პროტოკოლი, შეგიძლიათ აქ: https://dev.to/grigorkh/what-is-http3–4pib

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association