თარიღი
/   ავტორიSCSA

Microsoft-ის ყოფილი თანამშრომელი Windows 10 -ის პრობლემებზე საუბრობს

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ძირითადი პრობლემები არის გამოწვეული რეალური მოწყობილობების ნაცვლად, ვირტუალიზაციის მეთოდებზე გადასვლაა.

Microsoft-ის ყოფილმა თანამშრომელმა ჯერი ბერგმა (Jerry Berg), რომელიც ორგანიზაციაში 15 წელი მუშაობდა, თავის გამოხმაურებაში გამოთქვა აზრი Windows 10 – ში არსებული მრავალი ბაგის შესახებ.

ბერგის თქმით, პრობლემის საფუძველი ტესტირების მეთოდის ცვლილებაა. ადრე WIndows 10 ოპერაციული სისტემა გადიოდა ტესტირებას რეალურ მოწყობილობებზე მრავალი გუნდის მიერ, რაც იძლეოდა საშუალებას ტესტირების პირობები მაქსიმალურად ყოფილიყო მიახლოებული რეალობას.

მაგრამ, 2014 – 2015 წლებში მრავალი შემცირების გამო Misrosoft – ი გადავიდა თავისი ოპერაციული სისტემის ტესტირების სხვა სქემაზე. ახალ მოდელში სისტემა მოწმდება ვირტუალიზაციის გზით, ერთნაირ პროცესორებზე და სხვა შემადგენლებზე. შედეგად კომპანია ხშირ შემთხვევაში არ ხვდება იმ პრობლემებს, რაც დაკავშირებულია სისტემის ყოველდღიურ გამოყენებასთან.

უნდა ითქვას, რომ Microsoft – მა ეცადა ერთგვარი კომპენსაცია დანერგილი Windows 10 Insider პროგრამით, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ სისტემის შემოწმება და არსებული ხმარების დროს პრობლემების შესახებ ანგარიშის კომპანიაში გაგზავნა. ამ მიდგომის სერიოზული ნაკლია ინფორმაციის ნაკლებობა. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ განხორციელებული პრობლემის აღწერა არ არის საკმარისად დეტალური და Microsoft – ს უბრალოდ არ შეუძლია მისი გამოსწორება მონაცემების უკმარისობის გამო.

გამომდინარე აქედან, პროგრამაში არსებული მცირე პრობლემაც კი დროთა განმავლობაში შეიძლება იქცეს ძალიან სერიოზულად. რაც შესაბამისად გამოიწვევს მომხმარებლების უკმაყოფილებას და სისტემის უარყოფით შეფასებას.

 ჯერი ბერგერის ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://youtu.be/S9kn8_oztsA

 ტეგები:  Microsoft ,  Widows 10 ,  ბაგები

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association