თარიღი
/   ავტორიSCSA

ახალი გაიდლაინი DDoS თავდასხმისგან დასაცავად

 რუბრიკა:  თავდასხმები

2024 წლის 21 მარტს, აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და ინფორმაციის გაზიარებისა და ანალიზის მულტი-სახელმწიფოებრივმა ცენტრმა (MS-ISAC), გამოაქვეყნა ახალი გაიდლაინი DDoS შეტევის ანალიზის და მისგან თავდაცვის შესახებ.

ახალ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი DDoS-ის სამივე ტექნიკა: (1) მოცულობითი შეტევა, რომელიც გულისხმობს არსებული გამტარუნარიანობის სრულად ათვისებას; (2) პროტოკოლური შეტევა, რომელიც ქსელში არსებული პროტოკოლების მოწყვლადობის გამოყენებაზეა ორიენტირებული; (3) აპლიკაციური, რომლის სამიზნეს წარმოადგენს კონკრეტულ აპლიკაციებზე ან გაშვებულ სერვისებზე არსებული მოწყვლადობები.

მიუხედავად იმისა, რომ DDoS შეტევა უმეტესწილად ეფექტურია, არსებობს მისგან თავის დაცვის გზები, მათ შორის შემომავალი ტრაფიკის გადანაწილება, Captcha-ს ინტეგრაცია, Firewall-ების სწორი კონგიფურაცია და ა.შ. ახალ გაიდში თავდაცვის მექანიზმები გაწერილია და ანალიზი ჩატარებულია თავდასხმის ტიპოლოგიის მიხედვით.

გაიდლაინი ხელმისაწვდომია ბმულზე: Understanding and Responding to Distributed Denial-of-Service Attacks (cisa.gov)

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

სისტემის უსაფრთხოების აუდიტი

თქვენი IT სისტემების მთლიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია (SCSA) გთავაზობთ სისტემის უსაფრთხოების აუდიტს, რათა უზრუნველყოს თქვენი სისტემის ყოვლისმომცველი შეფასება. შეღწევადობის ტესტისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია დაუცველობის გამოყენებაზე, უსაფრთხოების აუდიტი უფრო ფართო მიდგომას წარმოადგენს.

SCSA-ს უსაფრთხოების პროფესიონალები ზედმიწევნით შეისწავლიან თქვენს სისტემებს, პოლიტიკებს და პროცედურებს. ისინი განიხილავენ წვდომის კონტროლს, მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკას, ქსელის კონფიგურაციას და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას. ეს სიღრმისეული ანალიზი გვეხმარება სისუსტეების და სფეროების, იდენტიფიცირებაში, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ თავდამსხმელებმა და სადაც შესაბამისობის რეგულაციები შესაძლოა სრულად არ იყოს დაცული.

აუდიტის შემდეგ, SCSA წარუდგენს დეტალურ ანგარიშს, სადაც აღწერილი იქნება უსაფრთხოების ხარვეზები, პოტენციური რისკები და რეკომენდებული გაუმჯობესებები. ეს საშუალებას გაძლევთ პრიორიტეტულად დაგეგმოთ მოქმედებები თქვენი სისტემების გასაძლიერებლად და შექმნათ უფრო ძლიერი უსაფრთხოების სისტემა. აუდიტის დროს გამოვლენილი დაუცველობის და ნაკლოვანებების პროაქტიული მოგვარებით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ მონაცემთა დარღვევისა და კიბერშეტევების რისკი.

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association