GitHub-ს ხელოვნური ინტელექტი დაემატა, რომელიც Microsoft-თან და OpenAI-სთან თანამშრომლობით შეიქმნა.
GitHub-ზე დამატებული Copilot ხელოვნური ინტელექტი დეველოპერებს ეხმარება კოდში არსებული ხარვეზების გასწორებაზე, აკეთებს შეთავაზებს და ზოგადად, ასისტირებს კოდირების პროცესში. Copilot-ს წვდომა აქვს GitHub-ის ღია რეპოზიტორიებზე, რაც აძლევს მას თითქმის ყველა ცნობილი პროგრამული ენის შესწავლის და, შესაბამისად, გამოყენების შესაძლებლობას.
Github-ის Copilot შესაძლებლობას აძლევს დეველოპერებს, უფრო მეტად კონცენტრირდნენ ტექნიკურ დავალებაზე და ანკლები დრო დახარჯონ სინტაქტის თუ სხვა რუტინული საკიტხების მოგვარებაზე. Copilot-ის ინტეგრაცია შესაძლებელია ძირითად ედიტორულ პროგრამებთან, მათ შორის Visual Studio Code, Visual Studio, Jetbrains IDE და სხვა. ის ასევე ინტეგრირებულია თავად GitHub-ზე.
Copilot-ის გამოყენებისა და შესაძლებლობების შესახებ დეტალებით შეგიძლიათ ნახოთ თავად GitHub-ის გვერდზე – GitHub Copilot · Your AI pair programmer