თარიღი
/   ავტორიSCSA

დეზინფორმაცია როგორც სერვისი ხდება ძალიან პოპულარული

 რუბრიკა:  კომპიუტერები და სისტემები

ინტერნეტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუკვეთოს რეპუტაციის ამაღლება ან პირიქით, კონკრეტული სუბიექტის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება. 

ინტერნეტ სივრცის მომხმარებლებში დეზინფორმაციის წყაროები ძირითადად ასოცირდება პოლიტიკურ კამპანიებთან, მაგრამ Recorded Future – ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად დღეისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ე.წ. fake news-ების გავრცელება მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში.

ინტერნეტში ფუნქციონირებს დიდი რაოდენობით რესურსი, რომლებიც გვთავაზობენ რამოდენიმე მიმართულებით დეზინფორმაციის მომსახურებას. მსგავსი ტიპის სერვისის მიღება არ არის რთული, რადგან ბოლო პერიოდში ჰაკერულ ფორუმებზე ეს მოვლენა საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი მიღება არ არის დაკავშირებული ძალიან დიდ ხარჯებთან (ფასების ვარიაცა ხდება დაახლოებით $250 -დან და ზევით, დამოკიდებულია გლობალიზაციაზე).

კვლევის ფარგლებში იყო დაარსებული გამოგონებული ორგანიზაცია, რომლის სახელითაც მოხდა დაკავშირება შესაბამის ორ სერვისებთან რუსულენოვან ინტერნეტში. პირველი გუნდი ახორციელებდა ორგანიზაციის პიარს მაქსიმალურად პოზიტიური მიმართულებით, ხოლო მეორე ავრცელებდა ნეგატიურ ინფორმაციას, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში.

ინფორმაცია დიდი ნაკადით ვრცელდებოდა ინტერნეტში, რის შედეგადაც სიახლეები გადავიდა საზოგადოებრივ მედიაშიც. მასიურად ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ბოტებმა, ასევე რეალურმა ადამიანებმა, რომლებიც ყალბ სიახლეებზე რეაგირებას ახდენდნენ.

კვლევის ფარგლებში ორივე გუნდმა აჩვენა საკმაოდ კარგი შედეგი, როგორც ინფორმაციულობის ასევე კლიენტთან კომუნიკაციის ასპექტებში. მაგალითად, პირველი მოლაპარაკების შემდგომი კომუნიკაცია ხდებოდა უფრო გამართული ინგლისურით, რაც მეტყველებს ამ სფეროში პროფესიონალიზმის გაზრდაზე.

როგორც ეს მაგალითი გვაჩვენებს, დეზინფორმაციის მოდელები აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური ხელსაწყო, ჰაკერები და სპეციალური სერვისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით.

Recorded Future – ის კვლევა მოყვანილია აქ: https://www.recordedfuture.com/disinformation-service-campaigns/?utm_content=102064102&utm_medium=social&utm_source=twitter&hss_channel=tw-95292874

პუბლიკაციის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram

მოგეწონათ სტატია ?

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

სხვა სტატიები

I agree to Privacy Policy of Scientific Cyber Security Association